თბილისი

ხუთშაბათი, 22 იანვარი

-2°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

21 საათი
-2°
22 საათი
-2°
23 საათი
-2°
20 საათი
3°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, NNW

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

-2°

-6°

NNW

74 %

7 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
22 იან 23 იან
1 USD 2.6950 2.6946 -0.01%
1 EUR 3.1550 3.1497 -0.17%
100 RUB 3.4742 3.5590 2.44%
მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს მრავალი ათასი წლის წინანდელი კლიმატის მოდელირება შეძლეს
მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს მრავალი ათასი წლის წინანდელი კლიმატის მოდელირება შეძლეს

ფინელმა და ბრიტანელმა მკვლევარებმა საჰარას რეგიონში კლიმატური ცვლილებების ისტორიული ქრონოლოგია შეისწავლეს, რომელიც უდაბნოში 800 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოცემა Nature Communications- შიგამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში აღნიშნულია, რომ მოდელირების გამოყენებით, გუნდმა შეძლო ზუსტი კლიმატის დადგება და შეავსო თანამედროვე საჰარას რეგიონის ისტორიაში გარკვეული ხარვეზები.

"საჰარის უდაბნოს ციკლური ტრანსფორმაცია მწვანე სავანისა და ტყეებიდან უდაბნომდე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ცვლილებაა ჩვენს პლანეტაზე. ჩვენი კვლევა ერთ-ერთი პირველი კლიმატის მოდელირების კვლევაა, რომელმაც აფრიკის ტენიანი პერიოდების სიმულირება შეძლო და დაადგინა, რატომ და როდის ხდებოდა ეს მოვლენები“, - ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი ედუარდ არმსტრონგი.

მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ე.წ აფრიკის ტენიან პერიოდზე - როდესაც აფრიკის კონტინენტის დიდი ნაწილი მცენარეებით იყო დაფარული. სიმულაციამ დაადასტურა დიდი ხნის ჰიპოთეზა, რომ აფრიკის კლიმატის ცვლილება დედამიწის ორბიტალური პრეცესიით (დედამიწის წარმოსახვითი ღერძის დახრის ცვლილება) იყო გამოწვეული,რის ციკლიც 21 000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც სხვა მონაცემებით და ტესტებით დადასტურდა, პრეცესია გულისხმობდა პერიოდულ დათბობას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და უფრო ინტენსიურ მუსონებს დასავლეთ აფრიკაში, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი ბუნებრივი მოვლენა საჰარას რეგიონში.

იმის ცოდნა, თუ როდის იყო საჰარა მწვანე და დასახლებული სხვადასხვა ცხოველით, მოგვცემს მეტ ინფორმაციას მთელ მსოფლიოში ადამიანის გავრცელების პროცესის შესახებ.

"ჩრდილოეთ აფრიკაში ტენიანი პერიოდების მოდელირებით შეგვიძლია მეტი გავიგოთ ადამიანის აფრიკაში მიგრაციის შესახებ. ახლა უკეთესად შეგვიძლია ადამიანთა გავრცელების მოდელირება და აფრიკაში ჩვენი გვარის ევოლუციის შესწავლა“, - ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერი მიკა ტალავაარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
ლიპყინული გზებზე - გაიგეთ საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ
ლიპყინული გზებზე - გაიგეთ საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ
13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
რატომ არის თოვლი თეთრი?
რატომ არის თოვლი თეთრი?

კილომეტრი
მილი
USD
GEL