თბილისი

ხუთშაბათი, 12 მარტი

6°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

22 საათი
6°
23 საათი
5°
21 საათი
7°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, NE

წნევა:

102.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

7°

6°

NE

60 %

6 kph

102.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 მარ 13 მარ
1 USD 2.7300 2.7321 0.08%
1 EUR 3.1695 3.1564 -0.41%
100 RUB 3.4422 3.4510 0.26%
ცისფერი დაისი მარსზე - მზის ჩასვლის საოცარი ფოტოები წითელი პლანეტიდან
ცისფერი დაისი მარსზე - მზის ჩასვლის საოცარი ფოტოები წითელი პლანეტიდან

NASA-ს მარსზე მავალმა "პერსევერანსმა“ წითელი პლანეტის ჰორიზონტზე "ლურჯი მზის ჩასვლა" დააფიქსირა. ფოტოებში გარკვევით ჩანს, რომ მზის ჩასვლის მომენტში პლანეტის ჰორიზონტი ცივი ლურჯ-მწვანე ფერებით იღებება.

ეს ფოტოები არა მხოლოდ საოცარ და ულამაზეს სანახაობას ასახავს, არამედ მეცნიერებს მარსის ატმოსფეროს შემადგენლობის შესწავლაშიც ეხმარება.

"მარსზე ამ ფერებს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ძალიან წვრილი მტვერი ლურჯ სინათლეს საშუალებას აძლევს ატმოსფეროში უფრო ეფექტიანად შეაღწიოს. როდესაც ლურჯი სინათლე მტვრიდან იფანტება, მზის მიმართულებასთან უფრო ახლოს რჩება, ვიდრე სხვა ფერები. დანარჩენი ცა მოყვითალო-ნარინჯისფერია, რადგან შთანთქმის ან მზესთან ახლოს დარჩენის ნაცვლად, ყვითელი და წითელი სინათლე ცაში მიმოიფანტება“, - განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერი მარკ ლემონი.

საინტერესოა, რომ როდესაც მზის სინათლე დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, ის ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, აზოტთან და ა.შ., რის შედეგადაც, ცისფერი სინათლე იფანტება და რჩება მხოლოდ ნარინჯისფერი და წითელი.

მარსის ატმოსფეროში კი დიდი ზომის მტვრის ნაწილაკებს ვხვდებით, რომლებიც მზის სხივების წითელ შუქს ფილტრავენ. შესაბამისად, შებინდების პერიოდში ცა ლურჯად ანათებს.

ანი შავიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თუ დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად იცვლება, ეს უნდა იცოდეთ
თუ დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად იცვლება, ეს უნდა იცოდეთ
ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონების მიხედვით
ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონების მიხედვით
უეაცარი დათბობის შემდეგ, საქართველოში კვლავ წლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
უეაცარი დათბობის შემდეგ, საქართველოში კვლავ წლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?

კილომეტრი
მილი
USD
GEL