თბილისი

ხუთშაბათი, 19 ივნისი

21°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
20°
22 საათი
24°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

39 kph, NW

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

21°

21°

NW

49 %

39 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
19 ივნ 20 ივნ
1 USD 2.7276 2.7270 -0.02%
1 EUR 3.1373 3.1287 -0.27%
100 RUB 3.4814 3.4745 -0.2%
ჩინეთი მთვარეზე ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას გეგმავს
ჩინეთი მთვარეზე ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას გეგმავს

ჩინეთი მთვარეზე ახალ მისიას გეგმავს. ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ ისეთი რამ გაკეთოს, რაც მანამდე არცერთ ქვეყანას უცდია - მთვარის სამხრეთ პოლუსზე მუდმივი საცხოვრებელი შექმნას. ჩინეთს სურს, რომ 2030 წლამდე მსოფლიოში მთავარი კოსმოსური ძალა გახდეს.

ჩინეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოურ ქვეყნებს მისიის პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდებს. განცხადება ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ (CNSA) ორშაბათს, აზერბაიჯანის 74-ე საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესზე გაახმაურა. ეს პროექტები ნიშნავს, რომ ჩინეთი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ერთობლივი ძალებით შეეცდებიან კოსმოსური ხომალდის ოპერირებას და გაშვებას, საბოლოოდ კი ერთად შეისწავლიან მთვარის ზედაპირს.

ჩინეთის Chang'e-8-ს სახელით ცნობილი მისია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი და მიზნად ისახავს, მთვარის სამხრეთ პოლუსზე რესურსები იპოვოს. Chang'e-7 და Chang'e-8 მისია, საბოლოოდ "მთვარის კვლევის საერთაშორისო სადგურის (ILRS)" მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. ჩინეთის დაგეგმვით, ეს 2030 წელს განხორციელდება.

Chang'e-5-ის მისია ჩინეთმა 2020 წელს განახორციელა და მთვარეზე ზონდი განათავსა. რაც შეეხება Chang'e-6-ს, ის 2024 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი და მთვარის შორეულ მხარეზე ნიადაგის ნიმუშების შეგროვებას ისახავს მიზნად.

ჩინეთის გეგმები NASA-ს უფრო ამბიციურ და განვითარებულ "არტემისის" პროგრამას ეხმიანება. NASA გეგმავს, რომ ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე 2025 წლის დეკემბერში ჩაიყვანოს. "არტემის 3"-ის მისიაზე 2 ამერიკელი ასტრონავტის მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება იგეგმება (ამ რეგიონში ჯერ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი).

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კანონმდებლობა NASA-ს ჩინეთთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კოლაბორაციას კატეგორიულად უკრძალავს. ჯერჯერობით, ჩინეთის კოსმოსურ ადმინისტრაციასთან მთვარის სადგურის პროგრამაში თანამშრომლობის სურვილი მხოლოდ რუსეთმა და ვენესუელამ გამოთქვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
14-15 ივნისს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
14-15 ივნისს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რეკორდულად ცხელი ზაფხული და ტურისტული მიმართულებები, სადაც სიცხე არ შეგაწუხებთ
რეკორდულად ცხელი ზაფხული და ტურისტული მიმართულებები, სადაც სიცხე არ შეგაწუხებთ
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
რატომ იცვლება ზაფხულის ამინდი წლიდან წლამდე?
რატომ იცვლება ზაფხულის ამინდი წლიდან წლამდე?

კილომეტრი
მილი
USD
GEL