თბილისი

ხუთშაბათი, 22 იანვარი

-2°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

21 საათი
-2°
22 საათი
-2°
23 საათი
-2°
20 საათი
3°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, NNW

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

-2°

-6°

NNW

74 %

7 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
22 იან 23 იან
1 USD 2.6950 2.6946 -0.01%
1 EUR 3.1550 3.1497 -0.17%
100 RUB 3.4742 3.5590 2.44%
ისტორიაში პირველად - აშშ-ში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და კოსმოსის დაბინძურებისთვის ჯარიმა გამოწერეს
ისტორიაში პირველად - აშშ-ში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და კოსმოსის დაბინძურებისთვის ჯარიმა გამოწერეს

აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) ისტორიაში პირველად დააჯარიმა კომპანია, რომელმაც კოსმოსური ნარჩენებით ორბიტის დაბინძურების წესები დაარღვია. Dish Network-მა კომისიას 150 000$-ის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს, რადგან თავიანთი EchoStar-7-ის თანამგზავრის დეორბიტაცია ვერ მოახერხეს.

Dish-ის თანამგზავრი უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც კოსმოსში იმყოფება. კომპანიამ, იმის ნაცვლად, რომ სატელიტი სათანადოდ მოეხსნა, ის "ორბიტის სანაგვეზე" გაგზავნა, რომელიც საკმაოდ ახლოსაა დედამიწის ზედაპირთან და შესაძლოა, ამან ორბიტალური ნამსხვრევების რისკი წარმოშვას.

2002 წელს, Dish-მა თანამგზავრი გეოსტაციონალურ ორბიტაზე გაუშვა, კოსმოსურ ველში, რომელიც დედამიწიდან 36 000 კმ-ის სიმაღლეზეა. 2012 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ EchoStar-7-ის მისიის დასრულების შემდეგ, ისინი სატელიტს 300 კმ-ით უფრო მაღლა გაგზავნიდნენ, ე.წ. ორბიტის სანაგვეზე, სადაც ის სხვა აქტიურ სატელიტებს საფრთხეს არ შეუქმნიდა.

2022 წელს Dish Network მიხვდა, რომ თანამგზავრს არასაკმარისი საწვავი ჰქონდა და დანიშნულ ადგილს ვერ მიაღწევდა. თავდაპირველად აღნიშნული 300 კმ-ს ნაცვლად, თანამგზავრი აქტიური გეოსტაციონარული ორბიტის არეს მხოლოდ 122 კმ-ით გასცდა.

კოსმოსური ნარჩენები FCC-ს სააგენტოს შეშფოთებას იწვევს. მათი თქმით, რაც მეტი ნარჩენია ორბიტაზე, მით უფრო ძნელი ხდება სატელიტებისთვის ახალი მისიების დაწყება და დასრულება. 2022 წელს FCC-მ ახალი წესი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, სატელიტების ოპერატორები ვალდებულები არიან, თავიანთი თანამგზავრები, მისიის დამთავრებიდან 5 წელში, დედამიწის ახლო ორბიტას მოაცილონ.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ვითარება გზებზე - ვის შეუძლია გავლა გუდაური-კობის მონაკვეთზე?
ვითარება გზებზე - ვის შეუძლია გავლა გუდაური-კობის მონაკვეთზე?
სად არის ყველაზე მეტი თოვლი 2026 წლის იანვარში?
სად არის ყველაზე მეტი თოვლი 2026 წლის იანვარში?
რატომ არის თოვლი თეთრი?
რატომ არის თოვლი თეთრი?

კილომეტრი
მილი
USD
GEL