თბილისი

კვირა, 17 აგვისტო

21°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

4 საათი
20°
5 საათი
19°
6 საათი
19°
7 საათი
20°
8 საათი
21°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

22°

21°

CLM

72 %

0 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
15 აგვ 16 აგვ
1 USD 2.7263 2.7010 -0.93%
1 EUR 3.1870 3.1553 -0.99%
100 RUB 3.4187 3.3833 -1.04%
მეცნიერებმა ორიონის ნისლეულში წყვილად მოძრავი "პლანეტები" აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ორიონის ნისლეულში წყვილად მოძრავი "პლანეტები" აღმოაჩინეს

ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) იუპიტერის ზომის პლანეტის მსგავსი ობიექტები აღმოაჩინა, რომლებიც გრავიტაციულად არცერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული.

ახალი სხეულები ორიონის ნისლეულის დეტალური შესწავლისას აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ისინი წყვილად მოძრაობენ. მეცნიერები ამ ობიექტების დაახლოებით 20 წყვილს აკვირდებიან. ახალ აღმოჩენას სახელად JuMBO (იუპიტერის მასის ორობითი ობიექტები) უწოდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ობიექტები ნისლეულის იმ რეგიონში ჩამოყალიბდნენ, სადაც მატერიის სიმკვრივე არასაკმარისი იყო სრულფასოვანი ვარსკვლავების ფორმირებისთვის.

მეორის თანახმად, ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც ჩვეულებრივი გაზის გიგანტები, მაგრამ შემდეგ, სხვადასხვა გრავიტაციული აშლილობის შედეგად, თავიანთი ორბიტიდან გააძევეს.

"ამჟამად, იძულებითი განდევნის ჰიპოთეზა ყველაზე მისაღებია“, - ამბობს პროფესორი მარკ მაკკაჰგრინი, რომელიც ორიონის ნისლეულის შემსწავლელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

"აირების ფიზიკის თანახმად, იუპიტერის მასის ობიექტებს დამოუკიდებლად ჩამოყალიბება არ შეუძლიათ. ვიცით, რომ ცალკეული პლანეტები შეიძლება ამოვარდეს ვარსკვლავური სისტემებიდან, მაგრამ ის ფაქტი, თუ როგორ მოხდა მათი წყვილად განდევნა, ამოუხსნელია. ამ დროისთვის ამაზე პასუხი არ გვაქვს“.

JWST-ის მკვლევარი დოქტორი ჰეიდი ჰუმელი აღნიშნავს, რომ მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ პლანეტარული სისტემის ფორმირების ისეთი მოდელები, რომლებიც პლანეტარული წყვილების განდევნას იწინასწარმეტყველებე.

"ალბათ ყველა ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი შეიცავს ორმაგ იუპიტერს (და შესაძლოა ორმაგ ნეპტუნს და ორმაგ დედამიწასაც!). ჩვენ, უბრალოდ, მათ დასანახად საკმარისად ძლიერი ტელესკოპი არ გვაქვს.“

ორიონის ნისლეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონია. ამ ნისლეულში ბევრად უკეთესად ჩანს თუ როგორ ფორმირდებიან ვარსკვლავები და პლანეტარული სისტემები გაზისა და მტვრის ღრუბლის კოლაფსისგან.

ორიონის ნისლეული პირველად 1610 წელს, ფრანგმა მეცნიერმა, ნიკოლა-კლოდ ფაბრი დე პერესკმა აღმოაჩინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას მაიას ტომიც სწავლობდა.

ანი შავიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
ევროპაში კვლავ გაუსაძლისი სიცხეა - ქვეყნები, სადაც გასულ კვირაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში კვლავ გაუსაძლისი სიცხეა - ქვეყნები, სადაც გასულ კვირაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ბა­თუმ­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­იტ­ბო­რა
ბა­თუმ­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­იტ­ბო­რა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

კილომეტრი
მილი
USD
GEL