კვირა, 01 ნოემბერი
15°
ქარის სიჩქარე:
6 kph, N
წნევა:
102.50 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
18°
15°
N
87 %
6 kph
102.50 kpa
16 km
| 30 ოქტ | 31 ოქტ | ||
| 1 USD | 2.5959 | 2.5992 | 0.13% |
| 1 EUR | 2.8934 | 2.9116 | 0.63% |
| 100 RUB | 3.2227 | 3.2307 | 0.25% |
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 29 სექტემბერს ზოგან იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27-28 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.