თბილისი

კვირა, 17 აგვისტო

21°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

4 საათი
20°
5 საათი
19°
6 საათი
19°
7 საათი
20°
8 საათი
21°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

22°

21°

CLM

72 %

0 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
15 აგვ 16 აგვ
1 USD 2.7263 2.7010 -0.93%
1 EUR 3.1870 3.1553 -0.99%
100 RUB 3.4187 3.3833 -1.04%
რატომ და როგორ ხდება მიწისძვრები?
რატომ და როგორ ხდება მიწისძვრები?

მიწისძვრები ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აშინებდა კაცობრიობას. სიძლიერის შესაბამისად ის იწვევს ნგრევას, ადამიანების სიკვდილს და ასევე, დიდ პანიკას. ამავდროულად, მიწისძვრა ფართო საზოგადოებისთვის გარკვეული ბუნდოვანებით მოცული ბუნებრივი მოვლენაა და სწორედ ამიტომ იწვევს განსაკუთრებულ პანიკასაც. ამ სეისმური მოვლენის გასაგებად დედამიწის სტრუქტურის გაანალიზებაა საჭირო.

დედამიწის შიდა ნაწილი დინამიკური მასაა და მუდმივად ვითარდება, მოძრაობს. ის დაყოფილია რამდენიმე ფენად, მათგან გარეგან ფენას კი დედამიწის ქერქი ეწოდება. ქერქი შედგება მყარი მასისგან, რომელიც დაყოფილია ტექტონიკურ ფენებად.

მიწისძვრის პრინციპის გაგება სწორედ აღნიშნული ტექტონიკური ფენების მოძრაობაშია. აღნიშნული ფენები განსხვავდება ფორმისა და ზომის მიხედვით. ისინი წლის განმავლობაში რამდენიმე სმ-ით იცვლიან ადგილს. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოძრაობაა, მაგრამ ასობით წლის განმავალობაში მან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს დედამიწის ზედაპირზე.

ტექტონიკური ფენების საზღვრებზე ხდება სეისმურ აქტივობის უდიდესი ნაწილი. ზოგადად, ფენების საზღვრების 3 ტიპი არსებობს.

დივერგენტული — ფილების დივერგენტული საზღვრების დროს ფილები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ. დივერგენტული საზღვრები იყოფა ოკეანურ და კონტინენტურ დივერგენტიულ საზღვრებად. ოკეანურ დივერგენტული საზღვარი მდებარეობს ოკეანური ლითოსფეროს ქვემოთ. კონტინენტურ-დივერგენციული საზღვარი ჩნდება კონტინენტური ფილაქნის ქვემოთ. ორი ფილაქნის გაჭიმვით მოძრაობისას ყალიბდება რღვევები და მიწისძვრები.

კონვერგენტული — კონვერგენტული ფილების საზღვრები ეწოდება საზღვრებს, სადაც ფილები ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ. ფილაქანთა ასეთი ტიპის შეჯახებით მოძრაობა იწვევს ვულკანურ აქტივობას და ქერქის დეფორმაციას.

ტრანსოფრმაციული — ტრანსფორმული საზღვრები ეწოდება ისეთ საზღვრებს, სადაც ორი ფილა ერთმანეთის გასწვრივ ჰორიზონტალურად გადაადგილდება. ასეთი ტიპის რღვევები გვხვდება შუაოკეანურ ქედებზე. სახელწოდება მომდინარეობს იქიდან რომ რღვევის გასწვრივ გადაადგილება შესაძლოა უეცრად შეწყდეს ან ტრანსფორმირდეს სხვა სახის გადაადგილებაში.

ფირფიტებს შორის გროვდება ენერგია, რომლის ზეგავლენითაც დედამიწის ქერქში ქანები განიცდიან დეფორმაციას. შედეგად ხდება ქანების მოძრაობა, რომლის შედეგიც სეისმური ტალღებია. ისინი ერთ წერტილში გამოხეთქავენ. ამ უკანასკნელს ვუწოდებთ მიწისძვრას.

მიწისძვრის მაგნიტუდა იზომება რიხტერის შკალაზე ან მომენტის მაგნიტუდის შკალაზე (Mw). რიხტერის შკალა რაოდენობრივად განსაზღვრავს სეისმური ტალღების ამპლიტუდას, ხოლო მომენტის სიდიდის სკალა ითვალისწინებს რღვევის სიგრძეს, სრიალს და ქანების თვისებებს. უფრო მაღალი მაგნიტუდა მიუთითებს უფრო ძლიერ მიწისძვრაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრების პრევენცია არ შეგვიძლია, მათი მიზეზებისა და შედეგების გაგება საშუალებას გვაძლევს, უკეთ მოვემზადოთ და შევამსუბუქოთ მათი გავლენა ადამიანის სიცოცხლესა და ინფრასტრუქტურაზე. მიმდინარე კვლევებისა და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერები მუდმივად მუშაობენ მიწისძვრების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ადრეული გაფრთხილების სისტემის გაუმჯობესებაზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
საუკეთესო ადგილები საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად
საუკეთესო ადგილები საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

კილომეტრი
მილი
USD
GEL