სამშაბათი, 22 აპრილი
ქარის სიჩქარე:
7 kph, W
წნევა:
101.80 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
18°
18°
W
63 %
7 kph
101.80 kpa
16 km
17 აპრ | 18 აპრ | ||
1 USD | 2.7523 | 2.7503 | -0.07% |
1 EUR | 3.1274 | 3.1249 | -0.08% |
100 RUB | 3.3392 | 3.3429 | 0.11% |
მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 2,421- ს აღწევს, მათგან უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.
მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. BBC-ი წერს, რომ მაროკოსთვის ამ დახმარებას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი გასული საათი ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსებს ამცირებს.
მაგალითად, ესპანეთმა 86 მაშველი და რვა მაძიებელი ძაღლი გაგზავნა მაროკოში.
”ჩვენ გამოგიგზავნით ყველაფერს, რაც საჭიროა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს პირველი საათები არის საკვანძო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნანგრევების ქვეშ არიან დამარხული ადამიანები”, - განუცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა საზოგადოებრივ ტელევიზიას.
მაროკომ განაცხადა, რომ მან მიიღო დახმარების შეთავაზება ოთხი უცხო ქვეყნისგან, ხოლო არაერთმა სხვა ქვეყანამ საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ხელისუფლებამ ამ ეტაპზე დადებითად უპასუხა ესპანეთის, ბრიტანეთის, კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წინადადებებს "გააგზავნონ სამძებრო და სამაშველო ჯგუფები".
შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა მაროკოში 1960 წლის შემდეგ. მაშინდელმა მიწისძვრამ დაანგრია აგადირი და შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.