თბილისი

ხუთშაბათი, 12 ნოემბერი

8°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

3 საათი
7°
4 საათი
6°
5 საათი
6°
6 საათი
5°
7 საათი
6°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, WNW

წნევა:

102.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

9°

7°

WNW

70 %

7 kph

102.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 ნოე 13 ნოე
1 USD 2.5933 2.5935 0.01%
1 EUR 2.8895 2.8793 -0.35%
100 RUB 3.1299 3.1341 0.13%
როგორ ვიმგზავროთ სიცხეში უსაფრთხოდ და კომფორტულად
როგორ ვიმგზავროთ სიცხეში უსაფრთხოდ და კომფორტულად

სიცხეში ხანგრძლივი მგზავრობა განსაკუთრებულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. სასურველია მგზავრობის დეტალები წინასწარ დაგეგმოთ, რომ ის უსაფრთხო და კომფორტული იყოს და სიცხემ თქვენს მოგზაურობაზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს. ამაში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ:

ნუ გამოიფიტებით

მგზავრობის დროს დალიეთ ბევრი წყალი მიუხედავად იმისა, გრძნობთ თუ არა წყურვილს. წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ მანქანაში საჭირო რაოდენობის წყალი გქონდეთ ან გზას მარაგის შევსების შესაძლებლობა იყოს.

ჩაიცვით შესაბამისად

მგზავრობის დროს ატარეთ მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც მზის სხივებს აირეკლავს და თქვენს სხეულს გაგრილების შესაძლებლობას მისცემს. შლაპა და სათვალე მზისგან დაცვის დამატებითი საშუალებებია.

წაისვით მზისგან დამცავი კრემი

არ იფიქროთ, რომ მანქანაში მზის სხივები ვერ მოგწვდებათ და ვერ დაგწვავთ. გამოიყენეთ მაღალი დაცვის კრემი და ის ყოველ 2-3 საათში ერთხელ გაიახლეთ.

გამოიყენეთ გამაგრილებელი საშუალებები

ნუ მოერიდებით სველი პირსახოცებისა და სხვა დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას. ძალიან პრაქტიკულია სპეციალური თერმული წყლები, რომლებიც სიგრილის განცდას მომენტალურად მოგგვრით.

ხშირად შეისვენეთ

თუ ხვდებით, რომ სიცხემ განსაკუთრებულად შეგაწუხათ და სუნთქვა გიჭირთ ან სხვა ჩივილმა იჩინა თავი, ნუ გარისკავთ და აუცილებლად შეისვენეთ. დალიეთ წყალი და ცოტა ხანი გრილ, მზისგან დაცულ სივრცეში გაჩერდით.

ნუ მიიღებთ კოფეინის შემცველ სასმელს

კოფეინი ხელს უწყობს სხეულის დეჰიდრატაციას. ამიტომ სიცხეში მგზავრობის დროს მოერიდეთ ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმლის მიღებას. მათ სანაცვლოდ დალიეთ წყალი.

არ დაგავიწყდეთ, ექსტრემალურ სიცხეს ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ამიტომ გაითვალისწინეთ თითოეული რჩევა და მოუსმინეთ თქვენს სხეულს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ამინდის ცვლილების წინასწარ შეგრძნება? - რას ამჩნევენ ისინი ჩვენზე ადრე
შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ამინდის ცვლილების წინასწარ შეგრძნება? - რას ამჩნევენ ისინი ჩვენზე ადრე
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL