კვირა, 13 ოქტომბერი
ქარის სიჩქარე:
6 kph, S
წნევა:
101.80 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
19°
16°
S
93 %
6 kph
101.80 kpa
16 km
11 ოქტ | 12 ოქტ | ||
1 USD | 2.7255 | 2.7263 | 0.03% |
1 EUR | 2.9803 | 2.9804 | 0.0% |
100 RUB | 2.7990 | 2.8367 | 1.35% |
მზის ალერგიული დერმატიტი გამოწვეულია მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობით (ფოტომგრძნობელობა). როგორც წესი, მზეზე ან სოლარიუმში ყოფნის შემდეგ იწყება ქავილი, სიწითლე და ბუშტუკები.
აღსანიშნავია, რომ თავად მზის სხივები არ არის ალერგენი, ისინი მხოლოდ მის წარმოქმნას პროვოცირებენ და ზუსტად როგორ გამოიხატება რეაქცია, დამოკიდებულია კანის მგრძნობელობაზე.
ბევრისთვის მზესთან ან ხელოვნური სინათლის წყაროსთან მცირე შეხება საკმარისია რეაქციის დასაწყებად. ჩვეულებრივ, ეს არის 5-10 წუთი. კანზე ჩნდება ცალკეული ან შერწყმული ბუშტუკები, რომლებიც ან სპონტანურად ქრება 1 საათის განმავლობაში ან გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. ასევე გვხვდება დაგვიანებული ტიპის მზის ჭინჭრის ციება: ექსპოზიციიდან 2-3 დღის შემდეგ.
მედიკამენტების მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგია მზეზე: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ასპირინი), ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები და სხვა.
ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობაზე მოქმედი ფაქტორები (ფოტომგრძნობელობა) შეიძლება განსხვავებული იყოს. ესენია დაქვეითებული იმუნიტეტი და ჰიპოვიტამინოზი, ღვიძლისა და თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები და ენდოკრინული დარღვევები.
მსგავს რეაქციისას, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ ან მინიმუმამდე დაიყვანოთ კონტაქტი მზის სხივებთან ან ხელოვნურ გამოსხივებასთან.
ქრონიკული ალერგიული დერმატიტის მკურნალობა ტარდება მხოლოდ საფუძვლიანი გამოკვლევისა და რეაქციის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენის შემდეგ. გამოიყენება ანტიჰისტამინები, გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო და ჰორმონალური პრეპარატები.
მწვავე ფორმებს მკურნალობენ კრემებით, გელებით, სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელი კომპონენტების შემცველი ქაფებით.
თუ აცნობიერებთ თქვენს თავისებურებას, ეცადეთ, არ გაირუჯოთ, ჩაიცვათ დახურული ტანსაცმელი, დაიხურეთ ქუდი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.
ლალი ჩხიკვაძე
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.