თბილისი

პარასკევი, 18 ივლისი

25°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

4 საათი
24°
5 საათი
23°
6 საათი
22°
7 საათი
24°
8 საათი
26°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

26°

25°

CLM

64 %

0 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
18 ივლ 19 ივლ
1 USD 2.7121 2.7118 -0.01%
1 EUR 3.1425 3.1568 0.46%
100 RUB 3.4672 3.4534 -0.4%
გადამწვარ ტყეში 18 ცხედარი იპოვეს - ძლიერი ხანძრები საბერძენთში რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს
გადამწვარ ტყეში 18 ცხედარი იპოვეს - ძლიერი ხანძრები საბერძენთში რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს

საბერძნეთში ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს, არის მსხვერპლი. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, მათ დადიას ტყის მიდამოებში 18 გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულები შესაძლოა მიგრანტები იყვნენ. ვარაუდის მიზეზად ის სახელდება, რომ ევროსის რეგიონი, სადაც დადიას ტყე მდებარეობს, სირიელი და აზიელი მიგრანტებისთვის ევროკავშირში შესასვლელად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია.

ალექსანდრუპოლისის ჩრდილოეთით მდებარე დადიას ეროვნულ პარკში ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს ტექსტური შეტყობინებებით ურჩიეს სასწრაფოდ ევაკუირებულიყვნენ. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. ისინი მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

ტყის ხანძრები საბერძნეთის რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს. მათ გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელიც სამშაბათის მონაცემებით, რამდენიმე ადგილზე 40 გრადუსს აღემატებოდა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ექსტრემალური სიცხე გაერთიანებულ სამეფოში – ახალი კლიმატური რეალობა
ექსტრემალური სიცხე გაერთიანებულ სამეფოში – ახალი კლიმატური რეალობა
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL