თბილისი

სამშაბათი, 09 დეკემბერი

4°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

5 საათი
3°
6 საათი
3°
7 საათი
3°
8 საათი
3°
9 საათი
4°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, NNW

წნევა:

102.08 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

3°

1°

NNW

95 %

7 kph

102.08 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
06 დეკ 09 დეკ
1 USD 2.7005 2.7005 0.0%
1 EUR 3.1461 3.1458 -0.01%
100 RUB 3.5494 3.5158 -0.95%
როგორ მოქმედებს მზე და სიცხე ბავშვის თავის ტვინზე და რა შეიძლება მოჰყვეს სიცხეში თავის გადაპარსვას
როგორ მოქმედებს მზე და სიცხე ბავშვის თავის ტვინზე და რა შეიძლება მოჰყვეს სიცხეში თავის გადაპარსვას

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ მოქმედებს მზე და სიცხე ბავშვის თავის ტვინზე, რამდენად მნიშვნელოვანია სიცხეში თავსაბურავის გამოყენება და რამდენად სწორია სიცხეში თავის გადაპარსვა.- მაღალ ტემპერატურაზე სისხლძარღვი ფართოვდება, სიცივეში კი პირიქით, ვიწროვდება. თავის ქალას ზემოდანაც აქვს სისხლძარღვები.ეს ძირითადად, ვენური სისხლძარღვებია. გადახურების შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო ფართოვდება და ვენური სისხლის შეგუბება იწყება. ამ შეგუბებას კი ნელ-ნელა ტვინის შეშუპება მოჰყვება, რაც ქცევის შეცვლას იწვევს, მათ შორის, ძილის, ღვიძილის, კვების, თუ გაგრძელდა, ცნობიერების დაბინდვა და სავალალო შედეგიც კი შეიძლება მოხდეს. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც სამოსზე ვსაუბრობთ. შავი ზედაპირი ყოველთვის შთანთქავს ენერგიას. ღია ფერის, შედარებით ჭრელი ყოველთვის აირეკლავს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, მიაქციეთ ყურადღება, რომ განსაკუთრებით ზაფხულში, შავი, მუქი ფერის სამოსი არ გამოიყენოთ. თავადვე მიხვდებით, რომ ეს დისკომფორტია. ბავშვებს მორალურადაც შავი ფერი არ სჭირდებათ, სიჭრელე მათ ახალისებს. ასევე, ქსოვილის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამოვიყენოთ ისეთი, რომელსაც შეწოვის, აორთქლების ბუნებრივი თვისებები აქვს, შესაბამისად, ჰაერის ცვლა და აორთქლების სისტემა გაცილებით იოლად ხდება ბუნებრივ ქსოვილში, ვიდრე ხელოვნურ ბოჭკოში. ბაკურ კოტეტიშვილმა ასევე განმარტა, რატომ არ არის ზაფხულში ბავშვისთვის თავის ბოლომდე გადაპარსვა რეკომენდებული: - ძველად, ძალიან დაბალი ჰიგიენური და სიცოცხლის არახელსაყრელი პირობების გამო უამრავი კბენარი იყო მოსახლეობაში მოდებული. მაგალითად, რწყილი, ტილი, ტკიპა და ასე შემდეგ. შესაბამისად, გაზაფხულზე, ზაფხულის წინა პერიოდიდან ბავშვების გადაპარსვა იწყებოდა, რომ მკბენარი მოეშორებინათ. ბავშვისთვის ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა იყო, მაგრამ ეუბნებოდნენ, უკეთესი თმა ამოგივაო. უკეთესი ვერანაირად ვერ ამოვა, ამოვა ის, რაც იქამდე იყო. ეს მორიგი სატყუარაა. ზაფხულში თავის ქალის გაშიშვლება, რომელსაც პირდაპირ ანათებს მზე, არ არის რეკომენდებული. თავის ქალის ბიოლოგიური დაცვა თმაა. თმის ღერებს შორის არსებული ჰარი ყველაზე დიდი იზოლატორია. შესაბამისად, ყველას გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლოდე
გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლოდე
ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები ჰა­ერ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­ტე­ბას­თან დაკავშირებით
ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები ჰა­ერ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­ტე­ბას­თან დაკავშირებით
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის

კილომეტრი
მილი
USD
GEL