თბილისი

პარასკევი, 13 თებერვალი

4°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

10 საათი
5°
11 საათი
7°
12 საათი
9°
13 საათი
11°
14 საათი
12°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, WNW

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

4°

3°

WNW

86 %

6 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 თებ 13 თებ
1 USD 2.6830 2.6819 -0.04%
1 EUR 3.1984 3.1853 -0.41%
100 RUB 3.4713 3.4745 0.09%
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს ცხელ ზაფხულში?
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს ცხელ ზაფხულში?

ოთახის მცენარეების მოვლა ზაფხულში განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ პერიოდში მცხუნვარე მზესთან ერთად პრობლემას ის ფაქტიც ქმნის, რომ ზაფხული აქტიური დასვენების დროა და ხშირად სახლის რამდენიმე დღით ან კვირით დატოვება გვიწევს. ამ დროს მცენარეების წყლით სავსე ჯამში ტოვებენ ხოლმე, თუმცა ეს სარგებლის ნაცვლად უფრო ხშირად ზიანის მომტანი ხდება. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ზაფხულში მცენარეების მოვლას გაგიმარტივებთ:

· თუ მცენარეს დიდი ზომის ღერო და ფოთოლი აქვს, მას წყლის რესურსი საკუთარ სხეულში ექნება დაგროვებული და 1 კვირის დატოვების შემთხვევაში მას პრობლემები არ შეექმნება. ამიტომ შეგიძლიათ ის ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დატოვოთ

· მცენარეს რამდენიმე დღით დატოვების წინ ნუ დაუსხამთ ჭარბ წყალს. ამ გზით მცენარეების ფესვებს დააზიანებთ;

· ოთხის მცენარეებს ნუ დატოვებთ გარეთ იმ მიზეზით, რომ ღია სივრცეში უკეთესად იქნებიან. ისინი სახლში, შედარებით ჩრდილიან ადგილას უფრო კომფორტულად იქნებიან. თუმცა აქვე გახსოვდეთ, რომ მცენარეები არც სრულ სიბნელეში დატოვოთ.

· ზოგადად კი, მცენარეები მზეზე დაალაგეთ ან დილის 11 საათამდე ან ჩამავალი მზის სხივზე. ამავე პერიოდში უნდა მოხდეს მათი მორწყვაც.

· მზეზე მცენარეებს ნუ დანამავთ დატენიანების მიზნით. დანამვა უნდა მოხდეს დილით ან საღამოს, რომ სველი ფოთლები მზემ არ დაწვას.

· მცენარეების ხანგრძლივად დატოვების დროს დატოვეთ თოკები, რომლის მეორე ბოლოც შემაღლებულზე მოთავსებულ წყლიან ჭურჭელში იქნება.

· კიდევ ერთი გზა მცენარეებს ტენი რომ შეუნარჩუნოთ - თასში ჩაყარეთ პემზის კენჭები, რომლებიც წყლით დაფარეთ და ამ ქვებზე მოათავსეთ ძირზე გახვრეტილი ქოთნები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ევროპა „არქტიკული შოკის“ მოლოდინში - რას უნდა ველოდოთ თებერვლის ანომალიური ციკლონისგან?
ევროპა „არქტიკული შოკის“ მოლოდინში - რას უნდა ველოდოთ თებერვლის ანომალიური ციკლონისგან?
რა ხდება ამჟამად ნიუ-იორკში, სადაც ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა
რა ხდება ამჟამად ნიუ-იორკში, სადაც ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL