პარასკევი, 13 თებერვალი
3°
ქარის სიჩქარე:
4 kph, N
წნევა:
101.39 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
3°
3°
N
94 %
4 kph
101.39 kpa
16 km
| 12 თებ | 13 თებ | ||
| 1 USD | 2.6830 | 2.6819 | -0.04% |
| 1 EUR | 3.1984 | 3.1853 | -0.41% |
| 100 RUB | 3.4713 | 3.4745 | 0.09% |
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის რეგიონული ფილიალის ცნობით, რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვულკანმა „შიველუჩმა“, რომელიც წუხელ ამოიფრქვა, კვლავ გამოუშვა ვულკანური ფერფლის ღრუბელი და მისმა სიმაღლემ დაახლოებით 12 კილომეტრს მიაღწია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ვულკანი „შიველუჩი“ აგრძელებს ამოფრქვევას. თანამგზავრის საშუალებით მოპოვებული მონაცემების თანახმად, ვულკანმა ფერფლის ღრუბელი გამოუშვა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 12 000 მეტრს აღწევდა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „შიველუჩის“ ვულკანმა ამოფრქვევა წუხელ დაიწყო, დღეს დილით ვულკანური ფერფლის ღრუბელმა ზღვის დონიდან 20 კმ-ს მიაღწია, რის შედეგადაც ფერფლის ნალექმა 240-დან 400 კილომეტრამდე ფართობი დაფარა.
„შიველუჩი“ კამჩატკას ერთ-ერთი უდიდესი ვულკანია, რომლის სიმაღლე 3283 მეტრია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.