თბილისი

პარასკევი, 13 თებერვალი

3°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
3°
9 საათი
4°
10 საათი
5°
11 საათი
7°
12 საათი
9°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

101.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

3°

3°

N

93 %

4 kph

101.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 თებ 13 თებ
1 USD 2.6830 2.6819 -0.04%
1 EUR 3.1984 3.1853 -0.41%
100 RUB 3.4713 3.4745 0.09%
ხვალიდან თბილისში გამოიდარებს
ხვალიდან თბილისში გამოიდარებს

24 ივნისიდან ქვეყნის უმეტეს ნაწილში და მათ შორის, თბილისში გამოიდარებს. საქართველოს მასშტაბით, ივნისის თვე საკმაოდ ნალექიანი იყო. გზებისა და კერძო საკუთრების ნაწილს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ზიანიც მიადგა. მოსახლეობა განსაკუთრებულად ელოდება გამოდარებას.

სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით სწორედ ხვალიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

თუმცა 24 ივნისიდან გამოიდარებს. თბილისში შაბათს, 24 ივნისს მოსალოდნელია +19+28 გრადუსი, მზე და ღრუბელი. კვირას, 25 ივნისს კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +18+29 გრადუს სითბოს უნდა ველოდოთ დედაქალაქში. +30 გრადუსამდე ტემპერატურა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში ივნისის ბოლომდე და ივლისის პირველ ნახევარშიც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება
შეზღუდვები გზებზე - გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
შეზღუდვები გზებზე - გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

კილომეტრი
მილი
USD
GEL