თბილისი

შაბათი, 04 მაისი

13°

ამინდი საათების მიხედვით

4 საათი
12°
5 საათი
12°
6 საათი
12°
7 საათი
12°
8 საათი
13°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

100.60 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

13°

N

93 %

4 kph

100.60 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
03 მაი 04 მაი
1 USD 2.6797 2.6797 0.0%
1 EUR 2.8684 2.8777 0.32%
100 RUB 2.9172 2.9252 0.27%
დედამიწა ზაფხულში უფრო შორს არის მზიდან, ვიდრე ზამთარში - საინტერესო ფაქტები მზეზე
დედამიწა ზაფხულში უფრო შორს არის მზიდან, ვიდრე ზამთარში - საინტერესო ფაქტები მზეზე

მზე ჩვენი მნათობია და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა მზის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ახლა სწორედ მათ ნაწილს წარმოგიდგენთ:

· მზე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია. ის ჩვენგან თითქმის 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი მნათობი არის ტიპური G კლასის ვარსკვლავი თავისი სიცოცხლის ციკლის შუაში.

· მზე არის გიგანტური პლაზმური ბურთი, რომლის შიგნითაც მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები.

· მზე 4.5 მილიარდი წლისაა. მზემ ფორმირება დაიწყო როგორც მტვრისა და გაზის ერთობლიობამ. მისი ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებდა და საბოლოოდ ეს მასა ჩამოყალიბდა მზედ. ქიმიურად, მზის მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი, ნახშირბადი, ნეონი, რკინა და სხვა.

· მზეზე არსებული ტემპერატურა 5 505 გრადუსია.

· მზის მასა 500-ჯერ მეტია მის გარშემო არსებული ყველა პლანეტის მასაზე. ის შეადგენს მზის სისტემის მასის 99,86 %-ს. ეს ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 500-ჯერ მეტს იწონის, ვიდრე ყველა პლანეტა და ასტეროიდი ერთად. იუპიტერის მასაც კი ჩვენი მნათობის მასის მხოლოდ მეათასედია. რაც შეეხება დედამიწას, ის მზეზე დაახლოებით 333 ათასჯერ მსუბუქია. დედამიწის ზომის მილიონ სამასი ათასი პლანეტა თავისუფლად მოთავსდება მზის ზედაპირზე.

· მზის აქტივობა პერიოდულად იცვლება. მისი გააქტიურება ქაოსურად ხდება, თუმცა გარკვეულ რიტმს მაინც ემორჩილება. არსებობს რეგულარული 11-წლიანი ციკლები, თითოეული შედგება ერთი მაქსიმალური და ერთი მინიმალური. ამჟამად ციკლების აღმოჩენიდან 25-ე ციკლში ვართ, რომლის აქტივობის პიკიც 2025 წელი იქნება. მეცნიერებმა არ იციან, რა იწვევს ასეთ პერიოდულობას და როგორ შეიძლება ის შეიცვალოს.

· დედამიწა ზაფხულში უფრო შორს არის მზიდან, ვიდრე ზამთარში. დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს ელიფსურ ორბიტაზე. ანუ, წლის განმავლობაში იზრდება ან მცირდება მასამდე მანძილი. თუმცა ზამთრისა და ზაფხულის ცვლილება ამ ფაქტს კი არ უკავშირდება, არამედ ღერძის დახრილობას ეკლიპტიკისკენ. ასე რომ, როდესაც ზაფხული მოდის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზამთარი მოდის სამხრეთ ნახევარსფეროში და პირიქით.

· მზის გამოსხივება იზრდება. ჩვენი მნათობი როდესაც დაიბადა 4,5 მილიარდი წლის წინ, ის დაახლოებით 25%-ით უფრო დაბნელებული იყო, ვიდრე ახლა. მას შემდეგ მისი სიკაშკაშე თანდათან გაიზარდა. მკვლევრების ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ 1 მილიარდ წელიწადში დედამიწაზე სიცოცხლე შეიძლება შეუძლებელი გახდეს მზის მზარდი სიკაშკაშის გამო. სხვა კვლევები აჩვენებს, რომ ეს მოხდება 3,5 მილიარდ წელიწადში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
დუბაიში სტიქიის შემდეგ კვლავ ნალექია მოსალოდნელი
დუბაიში სტიქიის შემდეგ კვლავ ნალექია მოსალოდნელი
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
რა ფერია სინამდვილეში "ვარდისფერი მთვარე", რომელიც ცაზე გუშინ გამოჩნდა
რა ფერია სინამდვილეში "ვარდისფერი მთვარე", რომელიც ცაზე გუშინ გამოჩნდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL