თბილისი

სამშაბათი, 10 მარტი

5°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

21 საათი
5°
22 საათი
5°
23 საათი
4°
20 საათი
6°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

17 kph, ESE

წნევა:

103.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

6°

2°

ESE

65 %

17 kph

103.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
10 მარ 11 მარ
1 USD 2.7470 2.7438 -0.12%
1 EUR 3.1755 3.1924 0.53%
100 RUB 3.5149 3.4831 -0.9%
საკვები, რომელიც ცხელ დღეებში უნდა მიირთვათ
საკვები, რომელიც ცხელ დღეებში უნდა მიირთვათ

მართალია, თითქმის მთელი მსოფლიო ცივი ჰაერის მასებს ებრძვის, მაგრამ ზაფხულის მოსვლამდე დიდი დრო არ დარჩა. ნავარაუდებია, რომ როგორც უკანასკნელ წლებში იყო, მიმდინარე წელსაც მოულოდნელად და ერთიანად დაცხება. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევაც ცხელ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლოა.

პომიდორი

ზაფხულში პომიდორს ყველა სადილის მაგიდაზე აღმოაჩენთ. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც სიმსივნის პრევენციისთვის ძალიან კარგია. თუმცა პომიდორი ზაფხულში განსაკუთრებით კარგია, რადგან ამ ბოსტნეულის შემადგენლობის 94% წყალია. მისი მირთმევის შემდეგ ადამიანი მარტივად გრილდება. პომიდორი იდეალურია როგორც სალათებში, ისე სენდვიჩებში.

სალათის ფურცლები

ასევე დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს სალათის ფურცლების სხვადასხვა სახეობა. სალათის ფურცლების პარალელურად, კარგია, თუ ხშირად მიირთმევთ ისპანახს, ჭარხლის ფოთლებს, კომბოსტოს და სხვა მწვანე ფერის ფოთლოვან მცენარეებს. გარდა იმისა, რომ ისინი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ასევე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.

ნესვი

ნესვი ხილის ის სახეობაა, რომელიც ზაფხულში არავითარ შემთხვევაში არ უნდა უარყოთ. ის დაბალკალორიულია და ამავდროულად, მისი შემადგენლობის 90%-ზე მეტი წყალია. სწორედ ამიტომ მისი მირთმევის შემდეგ გაგრილების შეგრძნება დაგეუფლებათ.

მწარე წიწაკა

ალბათ უცნაურია, მაგრამ მწარე წიწაკას თუ მიირთმევთ, მალე მიხვდებით, რომ ისე ძალიან აღარ გცხელათ. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია - მწარე წიწაკა სიცხის რეცეპტორების სტიმულაციას ახდენს, შედეგად ადამიანის სხეულის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურას უახლოვდება, მისი სხეული კი უფრო მეტ ოფლს გამოყოფს. ეს პროცესი საბოლოოდ გაგრილების შეგრძნებას იწვევს.

კიტრი

გარდა იმისა, რომ კიტრის შემადგენლობის დიდი ნაწილი წყალია, ის მდიდარია ელექტროლიტებით. სწორედ ამიტომ ის არა მხოლოდ ორგანიზმის ჰიდრატაციას ახდენს, არამედ აძლიერებს კიდეც მას. ამიტომ კიტრის მირთმევა განსაკუთრებით კარგია სიცხეში ფიზიკური დატვირთვის ან ვარჯიშის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
საქართველოში კვლავ მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში კვლავ მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
უეაცარი დათბობის შემდეგ, საქართველოში კვლავ წლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
უეაცარი დათბობის შემდეგ, საქართველოში კვლავ წლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL