სამშაბათი, 22 აპრილი
ქარის სიჩქარე:
13 kph, E
წნევა:
101.70 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
18°
17°
E
77 %
13 kph
101.70 kpa
16 km
18 აპრ | 23 აპრ | ||
1 USD | 2.7503 | 2.7500 | -0.01% |
1 EUR | 3.1249 | 3.1614 | 1.17% |
100 RUB | 3.3429 | 3.3805 | 1.12% |
"საქართველოსთვის უჩვეულო გაზაფხული" - ასე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ თოვს საქართველოს სხვადასხვა, მაღალმთიან რეგიონში. მოსახლეობისთვის უჩვეულოდ მიიჩნევა თბილისში ტემპერატურის მკვეთრად დაცემაც...
როგორი ვითარებაა ამ მხრივ და როდიდან გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრა:
“დიახ, გვეჩვენება, რომ თბილისში მაისისთვის უჩვეულო ამინდია, რადგან დაბალი ტემპერატურაა. ნამდვილად დაბალია. მაღალ მთაშიც მოთოვა, დიახ ფაქტია. თუმცა მაისში ბევრჯერ მოუთოვია რეგიონებში და ბოლოს, აპრილის მიწურულსაც კი თბილისშიც. მაგალითად - 2007 და 2016 წლებში თოვლი, თოვლჭყაპი დაფიქსირებულა. მაისი ახლა დაიწყო, სულ ორი დღეა...
ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პროცესები ატმოსფეროში როგორ ვითარდება. საკმაოდ ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შემოვიდა მთელ საქართველოში. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც გრილა. 4 მაისიდან გამოიდარებს, მაგრამ ჯერ ზაფხულის ტემპერატურა არ იქნება, ძალიან არ დაცხება. ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს და 5-6 მაისს 25 გრადუსამდე აიწევს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უნალექო, შედარებით თბილი ამინდი იქნება.
6 მაისს საღამოს შეიძლება წამოწვიმოს თბილისში, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი. 7 მაისიდან ისევ არასტაბილურ ამინდს ველოდებით. ისევ წვიმაა და ტემპერატურა ისევ დაიკლებს. ასე ჩანს მაისის პირველი დეკადა - არასტაბილური თავის წვიმებით და შედარებით გრილი ამინდით. თუ არ ჩავთვლით, რომ ორი დღე გამოიდარებს და დათბება. უფრო ცივი წლებიც, უფრო ცივი მაისიც ყოფილა, ვიდრე ახლა არის. მაისი ჯერ ახლა დაიწყო და მეორე, მესამე დეკადაში რა იქნება, ვნახოთ... ცივია, მაგრამ უჩვეულო და ჯერ რომ არ ყოფილა, ასეთი ნამდვილად არაფერია.“
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.