თბილისი

ოთხშაბათი, 01 მაისი

22°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

22 საათი
21°
23 საათი
20°
21 საათი
19°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, E

წნევა:

101.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

22°

22°

E

49 %

13 kph

101.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
01 მაი 02 მაი
1 USD 2.6849 2.6788 -0.23%
1 EUR 2.8804 2.8583 -0.77%
100 RUB 2.8747 2.8498 -0.87%
ოკეანის ზედაპირზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ოკეანის ზედაპირზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის აპრილში, ოკეანის წყლების ზედაპირის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - მთელი ისტორიის განმავლობაში ის ასეთი სიძლიერით და სისწრაფით არ გამთბარა. ჯერჯერობით მეცნიერები ამ მოვლენას ვერაფრით ხსნიან, მაგრამ შიშობენ, რომ ამან სხვა მიმდინარე კლიმატურ პროცესებთან ერთად, შესაძლოა, უკვე მიმდინრე წლის ბოლოს გლობალურ ტემპერატურა ახალ საფეხურზე აიყვანოს.

სპეციალისტების აზრით, უახლოეს თვეებში ელ-ნინიოს მძლავრი ეფექტიც დაფიქსირდება, რაც კლიმატზე თავისებურ გავლენას მოახდენს.

ელ-ნინიო არის წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის ცვალებადობა, რაც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-დან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც. ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს...

აღსანიშნავია, რომ ოკეანის დათბობა დამღუპველია ზღვის ბინადრებისთვის. ამას გარდა, ის ზღვის დონის აწევასაც გამოიწვევს. დათბობა ასევე ამცირებს ოკეანეების უნარს, შთანთქას პლანეტის მავნე სითბური აირები.

მოვლენათა ახალ განვითარებას ახალი კვლევაც მიეძღვნა, რომელიც სამეცნიერო წრის გარეთ, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი დარჩა.

კვლევის შედეგით ვგებულობთ, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩვენმა პლანეტამ 50%-ით მეტი სითბო შეინარჩუნა, ვიდრე ადრე და ამ სითბოს დიდი ნაწილი ოკეანეში მიდის.

შედეგი ბევრი რეგიონისთვის საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. მიმდინარე წლის მარტში, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლის ზედაპირზე ტემპერატურა 1981-2011 წლების საშუალო ტემპერატურას 13,8 გრადუსით აღემატებოდა.

"უცნობია, რატომ ხდება ასეთი სწრაფი და გრანდიოზული ცვლილებები. არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს არის კლიმატური ცვლილებებით ან ბუნებრივი ვარიაციებით გამოწვეული, ანაც ამ ორი ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცვლილებები ცხადია...“, - განაცხადა ახალი კვლევის ავტორმა, Mercator Ocean International-ის ოკეანოგრაფმა კარინა ფონ შუკმანმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ოკეანეების დათბობაზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შესაძლოა, იყოს გემებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება.

2020 წელს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ საწვავში გოგირდის მინარევების შემცველობაზე შეზღუდვები შემოიღო. ეფექტი მყისიერი იყო: გემის მილებით ატმოსფეროში გატყორცნილი აეროზოლის ნაწილაკების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, ეს ნაწილაკები, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ, ამავდროულად ასახავდნენ სითბოს კოსმოსში, რომელმაც ოკეანის ზედაპირზე ახლა მიაღწია.

რა შედეგები მოჰყვება მსოფლიო ოკეანის გლობალურ დათბობას?

მსოფლიო ოკეანის ზედაპირთან წყლის საშუალო ტემპერატურა, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0,9 გრადუსით გაიზარდა. მარტო უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელმა 0,6 გრადუსი შეადგინა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ წყლის გასათბობად უფრო მეტი ენერგიაა საჭირო და ასევე ისიც, რომ ოკეანე სითბოს უფრო სიღრმეში შთანთქავს.

საშუალო ტემპერატურის ერთი შეხედვით მცირე ზრდასაც კი მნიშვნელოვანი და ძალიან ნეგატიური შედეგები მოჰყვება:

· სხვადასხვა სახეობების გადაშენება - ტემპერატურის ხშირი და ინტენსიური მატება ზღვის ფაუნის მასობრივ კვდომას იწვევს, განსაკუთრებით კი იმ სახეობების, რომელებიც მარჯნის რიფებში ცხოვრობენ.

· ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატება იწვევს ქარიშხლებსა და ციკლონებს, რომლებიც უფრო ხანგრძლივი და დამანგრეველი ხდება.

· ზღვის დონის აწევას: თბილი წყალი იკავებს მეტ ადგილს - ამ ფენომენს თერმული გაფართოება ჰქვია, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის დნობის პროცესის ზრდა.

· გამოთავისუფლებული წყალი ხმელეთზე, დაბალ სანაპირო რაიონებში, თავის მხრივ, ზრდის დატბორვის რისკს.

· ნახშირორჟანგის შეწოვის შემცირება - ოკეანეები ახლა სათბურის აირების ემისიების მეოთხედს შთანთქავენ. თუმცა, რაც უფრო თბილია წყალი, მით უფრო ცუდად შთანთქავს ნახშირორჟანგს და მომავალში ამან შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დაგროვება, რაც მხოლოდ ხელს შეუწყობს ჰაერისა და წყლის ტემპერატურის შემდგომ ზრდას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე ძლიერ აწუხებთ მეცნიერებს, არის ელ-ნინიო, როგორც სამხრეთ რხევის ფაზა, რომელშიც გახურებული ზედაპირული წყლების არეალი აღმოსავლეთისკენ გადადის. მას აქვს საპირისპირო გამაგრილებელი La Niña ფაზა, რომელიც გლობალური ტემპერატურის ბალანსის საშუალებას იძლევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ელ-ნინიოს ეფექტი იზრდება, რაც ამ ბალანსის დარღვევას ემუქრება.

მეცნიერები ჯერ არ რისკავენ და რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მათი ვარაუდით, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გლობალური დათბობა მოხდება ნახტომისებურად, ანუ მრავალი წლის განმავლობაში თითქოს არაფერი მოხდება და უცებ მკვეთრი ცვლილებების მომსწრე გავხდებით. წყარო

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
დუბაიში სტიქიის შემდეგ კვლავ ნალექია მოსალოდნელი
დუბაიში სტიქიის შემდეგ კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
რა ფერია სინამდვილეში "ვარდისფერი მთვარე", რომელიც ცაზე გუშინ გამოჩნდა
რა ფერია სინამდვილეში "ვარდისფერი მთვარე", რომელიც ცაზე გუშინ გამოჩნდა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა

კილომეტრი
მილი
USD
GEL