თბილისი

შაბათი, 13 დეკემბერი

9°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

12 საათი
10°
13 საათი
10°
14 საათი
10°
15 საათი
9°
16 საათი
9°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

29 kph, NW

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

9°

5°

NW

57 %

29 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 დეკ 13 დეკ
1 USD 2.6991 2.6985 -0.02%
1 EUR 3.1582 3.1640 0.18%
100 RUB 3.4130 3.3855 -0.81%
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით გრძელდება
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით გრძელდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ სპეციალური რეჟიმის პირობებშია შესაძლებელი.

ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, მოძრაობა შემდეგი რეჟიმით ხორციელდება:

· 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

· 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

· ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

· მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისში ყინვაა მოსალოდნელი
დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისში ყინვაა მოსალოდნელი
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება

კილომეტრი
მილი
USD
GEL