პარასკევი, 13 თებერვალი
4°
ქარის სიჩქარე:
7 kph, N
წნევა:
101.30 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
4°
2°
N
86 %
7 kph
101.30 kpa
16 km
| 12 თებ | 13 თებ | ||
| 1 USD | 2.6830 | 2.6819 | -0.04% |
| 1 EUR | 3.1984 | 3.1853 | -0.41% |
| 100 RUB | 3.4713 | 3.4745 | 0.09% |
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-სოფ.ხახმატი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.
ამასთან, აღნიშნული გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ170 (ზუგდიდი-კალა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.