თბილისი

პარასკევი, 13 თებერვალი

4°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

5 საათი
3°
6 საათი
3°
7 საათი
2°
8 საათი
3°
9 საათი
4°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, N

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

4°

2°

N

86 %

7 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 თებ 13 თებ
1 USD 2.6830 2.6819 -0.04%
1 EUR 3.1984 3.1853 -0.41%
100 RUB 3.4713 3.4745 0.09%
საქართველოში კვლავ ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოში კვლავ ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.

30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
იაპონიაში დიდთოვლობაა - არის მსხვერპლიც
იაპონიაში დიდთოვლობაა - არის მსხვერპლიც
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება

კილომეტრი
მილი
USD
GEL