სამშაბათი, 22 აპრილი
ქარის სიჩქარე:
11 kph, N
წნევა:
101.70 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
16°
13°
N
81 %
11 kph
101.70 kpa
16 km
18 აპრ | 23 აპრ | ||
1 USD | 2.7503 | 2.7500 | -0.01% |
1 EUR | 3.1249 | 3.1614 | 1.17% |
100 RUB | 3.3429 | 3.3805 | 1.12% |
გაერომ კლიმატის ცვლილებებზე ახალი, ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. გაგაცნობთ 5 ძირითად საკითხს, რომელზეც ანგარიშში მთავარი აქცენტი გაკეთდა.
პაპანაქება სიცხე
კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან მცირე შანსია საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსით მომატებისგან დავიცვათ. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, ტემპერატურის მატებისგან დასაცავად ყველაფერს გააკეთებდნენ. თუმცა ტემპერატურა უკვე 1.1 გრადუსით არის მომატებული და 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი დიდი ალბათობით +1.5 გრადუსი გახდება.
წიაღისეული საწვავი უნდა დარჩეს მიწაში
დედამიწაზე არ არის ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ადგილი - აღნიშნულის შესახებ ანგარიშში პირდაპირ არ არის ნათქვამი, თუმცა ამაზე მკაფიო მინიშნებაა. ხაზგასმულია, რომ განახლებადი ენერგიები საკმაოდ იაფია და დროა, მსოფლიო მათ ინტენსიურ მოხმარებაზე გადავიდეს.
ძალა ადამიანების ხელშია
ბევრი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილებების შეჩერება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, თუმცა რეალურად ძალა ადამიანების ხელშია და მათ საერთო სურათში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლიათ. ამ კუთხით საჭიროა, რომ მეტმა ადამიანმა დაიწყოს ფეხით და ველოსიპედით გადაადგილება, შეიცვალოს ქალაქების სატრანსპორტო პოლიტიკა, ასევე განხორციელდეს სამრეწველო და ენერგეტიკული სექტორების რეფორმა.
დღევანდელი მოქმედება შედეგს ათასობით წლის შემდეგ გამოიღებს
გადაწყვეტილება, რომელსაც კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად უახლოეს 7 წელში მივიღებთ, გავლენას მსოფლიოზე საუკუნეების განმავლობაში მოახდენს. თუ დღეს ჩვენ ტემპერატურის ზრდის შეჩერება ვერ შევძელით, დაიწყება გრენლანდიისა და ანტარქტიდის დნობა.
თუ მთავრობები შეთანხმების წესებს დაიცავენ 2030 წლამდე, ჩვენ შევძლებთ ტემპერატურის მატება გავაჩეროთ და 2100 წლისთვის ზრდა მხოლოდ 1.5 გრადუსი იქნება.
ვითარებას განსაზღვრავს არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ პოლიტიკაც
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია შეთანხმებულია მთავრობებთან. წიაღისეული საწვავის მომავალი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება პოლიტიკურ საკითხებზე. სახელმწიფოების დონეზე უნდა აიკრძალოს წიაღისეული საწვავის გამოყენება და გაიზარდოს განახლებადი ენერგიის მოხმარება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.