თბილისი

შაბათი, 15 ნოემბერი

7°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

4 საათი
7°
5 საათი
7°
6 საათი
7°
7 საათი
7°
8 საათი
8°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, NW

წნევა:

101.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

9°

7°

NW

93 %

6 kph

101.70 kpa

8 km

ოფიციალური კურსი
14 ნოე 15 ნოე
1 USD 2.7091 2.7085 -0.02%
1 EUR 3.1461 3.1462 0.0%
100 RUB 3.3584 3.3432 -0.45%
ფრჩხილების მოვლა ზამთარში - მარტივი რჩევები ძლიერი ფრჩხილებისთვის
ფრჩხილების მოვლა ზამთარში - მარტივი რჩევები ძლიერი ფრჩხილებისთვის

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს სიცივეში? - ეს წლის ცივ სეზონზე ძალიან აქტუალური კითხვაა. დადასტურებულია, რომ ქარი და სიცივე ფრჩხილებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამ დროს ფრჩხილები თხელდება, მარტივად იქერცლება და სწრაფად მტვრევადი ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში მას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.

სიცივიდან სითბოში, სითბოდან სიცივეში - ცივ სეზონზე დახურული სივრციდან გარეთ გასვლა და პირიქით ხშირად გვიწევს. ამ დროს ფრჩხილი სწრაფად კარგავს ტენიანობას. შედეგად ხდება დეჰიდრატაცია და გამომშრალი ფრჩხილები მარტივად ტყდება.

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო პროცესს ებრძოლოთ. თუმცა გაითვალისწინეთ -თუ ატყობთ, რომ თქვენი ფრჩხილების პრობლემები უფრო რთულია, ვიდრე ეს სეზონურობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

მოუარეთ ნუნებს

ფრჩხილების ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია ნუნებზე. ნუნებზე ზრუნვა კი ზამთარში განსაკუთრებით უნდა გააძლიეროთ. დასატენიანებლად გამოიყენეთ სპეციალური ზეთი ან ლოსიონი, რომელსაც მასაჟით შეიზელთ. ამ გზით ფრჩხილები გაყოფისა და ბზარებისგან დაცვას უზრუნველყოფთ.

დაიტენიანეთ ფრჩხილები

ფრჩხილები ნებისმიერ სეზონზე უნდა დაიტენიანოთ. თუმცა სიცივეში ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბევრ რჩევას შორის ეს უმნიშვნელოვანესია.

უპირატესობა მიანიჭეთ მოკლე ფრჩხილებს

რადგან ზამთარში ფრჩხილები მარტივად მტვრევადია, უპირატესობა მიანიჭეთ მოკლე ფრჩხილებს. ასე ფრჩხილის მოტეხისგან მეტად დაცული იქნებით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილების დაჭრა აბაზანის ან შხაპის შემდეგ არ არის რეკომენდებული.

ატარეთ ხელთათმანი

ხელთათმანი ფრჩხილების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა. ის მხოლოდ იმიტომ არ უნდა გამოიყენოთ, რომ სითბო შეინარჩუნოთ. ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის ხელთათმანი გადამწყვეტია.

გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი

საოჯახო საქმეების კეთების დროს არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქიმიურ საშუალებებთან გაქვთ შეხება. ბევრმა წყალმა ისევე როგორც ქიმიურმა საშუალებებმა შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს ფრჩხილებზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ტაიფუნი „კალმაეგი“ – წლის ყველაზე გამანადგურებელი ქარიშხალი და მეცნიერების გაფრთხილება გლობალური დათბობის შესახებ
ტაიფუნი „კალმაეგი“ – წლის ყველაზე გამანადგურებელი ქარიშხალი და მეცნიერების გაფრთხილება გლობალური დათბობის შესახებ
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ "მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ "მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა
ეზოს მცენარეების მოვლა ნოემბერში - პრაქტიკული რჩევები სიცივესთან გასამკლავებლად
ეზოს მცენარეების მოვლა ნოემბერში - პრაქტიკული რჩევები სიცივესთან გასამკლავებლად
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL