თბილისი

შაბათი, 25 მარტი

16°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

21 საათი
14°
22 საათი
13°
23 საათი
13°
20 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

16°

CLM

54 %

0 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
24 მარ 25 მარ
1 USD 2.5768 2.5764 -0.02%
1 EUR 2.8028 2.7665 -1.3%
100 RUB 3.3837 3.3585 -0.74%
რჩევები, როგორ მოუაროთ მეგობარ ცხოველებს ცივ ზამთარში
რჩევები, როგორ მოუაროთ მეგობარ ცხოველებს ცივ ზამთარში

ზამთარში ადამიანების მსგავსად შინაურ ცხოველებსაც სჭირდებათ სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინება, რომ სიცივისგან თავი დაიცვან. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, ზამთარში თქვენი მეგობარი ცხოველები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყვნენ.

  • შინაური ცხოველის უნარი გაუმკლავდეს სიცივეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მათ შორისაა: ბეწვის ტიპი და სიგრძე, წონა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ასაკი, აქტიურობის დონე და დრო, რომელსაც ყოველდღიურად ღია სივრცეში ატარებს. მაგალითად, მოკლეფეხებიან ძაღლებს უფრო სცივათ და მალე შეიძლება გაცივდნენ, რადგან მათი სხეული ცივ მიწასთან უფრო ახლოსაა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვეტერინართან ერთად განსაზღვროთ, თუ რა დროით და რა ტემპერატურაზეა რეკომენდებული თქვენი ძაღლის გარეთ ყოფნა.
  • მითია, რომ ძაღლებსა და კატებს ადამიანებზე ნაკლებად სცივათ, რადგან მათ დიდი ბეწვი აქვთ. სწორედ ამიტომ ტემპერატურის კლების პარალელურად შეამცირეთ დრო, რომელსაც თქვენი ერთგული მეგობრები გარეთ გაატარებენ.
  • ხშირად შეუმოწმეთ თათები. შეიძლება სიცივემ თათები დაუზიანოს და ჭრილობა გაუჩნდეს. ასევე სასურველია თათების სიახლოვეს ბეწვი მოკლედ შეაჭრათ, რომ თოვლის პატარა გუნდები არ მიეწებოს და არ შესცივდეს.
  • ზამთრის პერიოდში ძაღლების ბეწვის შემოკლება არ არის რეკომენდებული. ასევე სასურველია გარეთ გაყვანის დროს მხოლოდ საკუთარი ბეწვის იმედად არ იყოთ და მას დამატებით ტანსაცმელი ჩააცვათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, რომ ტანსაცმელი არ დაუსველდეს. სველმა ტანსაცმელმა შეიძლება ის გააციოს.
  • არ დატოვოთ თქვენი შინაური ცხოველები მანქანაში, როდესაც გარეთ განსაკუთრებული სიცივეა.
  • არ იფიქროთ, რომ სიცივეში თქვენს ძაღლსა თუ სხვა მეგობარ ცხოველს ნაკლები სითხე სჭირდება. აუცილებელია, რომ ზამთარშიც იმავე ოდენობის წყალი დაალევინოთ, როგორც ამას სხვა სეზონებზე აკეთებთ.
  • ყურადღებით იყავით, რომ არაფერი გამოგეპაროთ. მოთენთილობა ან პირიქით, ზედმეტი აქტიურობა, უმადობა ან მოწყენილობა შეიძლება ნიშანი იყოს, რომ ყველაფერი რიგზე არაა. დროულად მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
როგორი ამინდი იქნება საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
თურქეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კლიმატური კატასტროფის ასაცილებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება - გაეროს ანგარიში
კლიმატური კატასტროფის ასაცილებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება - გაეროს ანგარიში
ვითარება საავტომობილო გზებზე - უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები ყოველდღიურად მცირდება
ვითარება საავტომობილო გზებზე - უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები ყოველდღიურად მცირდება

კილომეტრი
მილი
USD
GEL