თბილისი

შაბათი, 12 ივლისი

22°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

5 საათი
22°
6 საათი
21°
7 საათი
22°
8 საათი
25°
9 საათი
27°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

15 kph, NNW

წნევა:

101.40 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

23°

22°

NNW

73 %

15 kph

101.40 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
11 ივლ 12 ივლ
1 USD 2.7174 2.7160 -0.05%
1 EUR 3.1875 3.1753 -0.38%
100 RUB 3.4975 3.4793 -0.52%
გვალვის შედეგად ვენეციის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელია
გვალვის შედეგად ვენეციის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელია

იტალიაში გვალვაა - გონდოლების, წყლის ტაქსების და სასწრაფო დახმარებისთვის ვენეციის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელია, პოში კი წყლის ოდენობა 61%-ით შემცირდა.

მშრალი ამინდები იტალიელებს, განსაკუთრებით კი ვენეციელებს, პრობლემებს უქმნის. გვალვა იტალიაში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და შარშანდელი საგანგაშო მდგომარეობის შემდეგ, ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. წყლის დონის კლება, მეცნიერებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მიხედვით, ალპებში წელს ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები თოვლის მოსვლითაა გამოწვეული.

გვალვამ განსაკუთრებით ვენეცია აზარალა, სადაც ჩვეულებრივ, წყალდიდობაა ხოლმე მოსახლეობის შფოთვის მიზეზი. ამჯერად წყლის დონე ისეა შემცირებული, რომ გონდოლების, წყლის ტაქსების და სასწრაფო დახმარებისთვის ქალაქის მთავარ არხებში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

2022 წლის ივლისში, იტალიამ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვა განიცადა. მთავრობამ მდინარე პოს შემოგარენში საგანგაშო სიტუაცია გამოაცხადა, ამ ტერიტორიებზე ქვეყნის სოფლის მეურნეობის ნაწარმის მესამედი იწარმოება.

რეკორდულად დაბალია წყლის დონე ტბა გარდაზეც, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს. ამის გამო, სან ბიაჯოს პატარა კუნძულზე ტბის გავლით, ფეხით მისვლაც კი შესაძლებელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამინდის ბოლო პროგნოზების მიხედვით, ალპებში, მომდევნო დღეებში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
უახლოეს დღეებში საქართველოში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი
უახლოეს დღეებში საქართველოში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

კილომეტრი
მილი
USD
GEL