ბაქო

ხუთშაბათი, 12 თებერვალი

4°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

3 საათი
4°
4 საათი
4°
5 საათი
4°
6 საათი
4°
7 საათი
4°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

25 kph, SSW

წნევა:

101.10 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

6°

0°

SSW

87 %

25 kph

101.10 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 თებ 13 თებ
1 USD 2.6830 2.6819 -0.04%
1 EUR 3.1984 3.1853 -0.41%
100 RUB 3.4713 3.4745 0.09%
იუპიტერს უკვე 92 თანამგზავრი ჰყავს - ასტრონავტების ახალი აღმოჩენა
იუპიტერს უკვე 92 თანამგზავრი ჰყავს - ასტრონავტების ახალი აღმოჩენა

იუპიტერს, რომელიც მისი ზომის გამო, პლანეტების მეფედაა აღიარებული, ახლა უკვე დადასტურებულად ყველაზე მეტი თანამგზავრი ანუ ე.წ. მთვარე ჰყავს.

CNN-ის ინფორმაციით, ასტრონავტებმა აღმოაჩინეს კიდევ 12 მთვარე, რომელიც იუპიტერის გარშემო მოძრაობს. ახალი აღმოჩენით იუპიტერის გარშემო მოძრავი თანამგზავრების რაოდენობა 92 გახდა. იუპიტერის გარშემო მოძრავი მთვარეები გაზისა და მტვრის ნაერთია.

აღმოჩენა ასტრონავტმა სკოტ შეფარდმა გააკეთა საკუთარ გუნდთან ერთად Carnegie Institution for Science-ში. დაკვირვება 2021 წელს დაიწყო. შესწავლის პროცესი ერთ წელზე მეტი გაგრძელდა. საბოლოოდ მკვლევრების ჯგუფმა 12 თანამგზავრის არსებობა დაადასტურა.

ამ დროისთვის ახლად აღმოჩენილი თანამგზავრების სახელები ცნობილი არაა. შეფარდის ხელმძღვანელობით, ასტრონავტები აგრძელებენ იუპიტერზე დაკვირვებას. ისინი ფიქრობენ, რომ პლანეტას კიდევ უფრო მეტი მთვარე ჰყავს.

planeta-jupiter-1675946749.png

ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია კოსმოსური მისიისთვის, The European Space Agency's Jupiter Icy Moons Explorer, რომლის განხორციელებასაც NASA's Europa Clipper mission 2024 წელს გეგმავს. მისიის ფარგლებში ასტრონავტები იუპიტერსა და მის მთვარეებს დაათვალიერებენ.

შეფარდის ხელმძღვანელობით, ასტრონავტები ეძებენ და აკვირდებიან პლანეტებს/გაზის გიგანტებს მზის სისტემის გარეთ.

შეგახსენებთ, რომ იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის დედამიწაზე 1 400-ჯერ უფრო დიდია, თუმცა მისი მასა დედამიწისას მხოლოდ 318-ჯერ აღემატება. მიზეზი მისი შემადგენლობაა. ის გაზის გიგანტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
იაპონიაში დიდთოვლობაა - არის მსხვერპლიც
იაპონიაში დიდთოვლობაა - არის მსხვერპლიც
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?

კილომეტრი
მილი
USD
GEL