თბილისი

პარასკევი, 17 ოქტომბერი

13°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
13°
9 საათი
14°
10 საათი
15°
11 საათი
16°
12 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

22 kph, NNW

წნევა:

102.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

13°

NNW

76 %

22 kph

102.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
16 ოქტ 17 ოქტ
1 USD 2.7108 2.7095 -0.05%
1 EUR 3.1508 3.1582 0.23%
100 RUB 3.4281 3.4290 0.03%
აზია "ექსტრემალურ სიცივეს" ებრძვის - ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას შიმშილთან ერთად ყინვასთან გამკლავებაც უწევს
აზია "ექსტრემალურ სიცივეს" ებრძვის - ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას შიმშილთან ერთად ყინვასთან გამკლავებაც უწევს

ჩრდილოეთ კორეაში "ექსტრემალური სიცივის" გამო განგაში გამოცხადდა. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს. ადგილობრივი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ტემპერატურა სავარაუდოდ, -30C-მდე დაეცემა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში. როგორც BBC წერს, ეს ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა ცხოვრობს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო რადიომაუწყებლის ცნობით, სანაპირო რაიონებში ასევე მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

გამაფრთხილებელი განცხადებები გაავრცელეს ასევე სამხრეთ კორეაშიც, რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა ჩრდილოეთ ჩინეთში. ასევე მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში იაპონიაში ტემპერატურა დაიკლებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე.

ჩრდილოეთ კორეას მნიშვნელოვნად აზარალებს უკიდურესად ცივი ამინდი, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ მცხოვრები ადამიანები.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ყველაზე ღარიბ პროვინციებში მცხოვრები ადამიანები ყველაზე დაუცველები იქნებიან კლიმატური პირობების გაუარესების დროს.

ელექტროენერგია იშვიათია დედაქალაქ ფხენიანის მიღმა. სხვა ადგილებში ზამთარში შეშით, გამხმარი მცენარეებით თბებიან.

რადიო თავისუფლების აზიის ბიურო დეკემბერში იტყობინებოდა, რომ გასული წლის ბოლოს, ქვეყანაში ხალხის "დიდი რაოდენობა დაიკარგა." ფიქრობენ, რომ ბევრი შიმშილით გარდაიცვალა, ბევრი კი გაიყინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოქტომბრის განმავლობაში?
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოქტომბრის განმავლობაში?
თოვლის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - გაიგეთ დეტალები
თოვლის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - გაიგეთ დეტალები
ტაიფუნი „ბუალოი“ ვიეტნამში - არის მსხვერპლი
ტაიფუნი „ბუალოი“ ვიეტნამში - არის მსხვერპლი
სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში უამინდობაა
სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში უამინდობაა

კილომეტრი
მილი
USD
GEL