თბილისი

სამშაბათი, 03 ნოემბერი

11°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

2 საათი
10°
3 საათი
10°
4 საათი
11°
5 საათი
11°
6 საათი
11°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, E

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

14°

11°

E

87 %

7 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
03 ნოე 04 ნოე
1 USD 2.5973 2.5970 -0.01%
1 EUR 2.9108 2.9047 -0.21%
100 RUB 3.2075 3.1837 -0.74%
ორთვიანი სიბნელის შემდეგ აშშ-ის ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქში მზე 23 იანვარს ამოვა
ორთვიანი სიბნელის შემდეგ აშშ-ის ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქში მზე 23 იანვარს ამოვა

პოლარული ღამის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ, მაგრამ ის თუ იცით, რომ აშშ-ის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მზე 67 დღის განმავლობაში არ ჩანს? არქტიკული წრიდან 300 მილის მოშორებით, ალასკას მწვერვალზე მდებარეობს ქალაქი უტქიაგვიკი, წარსულში ცნობილი, როგორც ბარროუ, სადაც 18 ნოემბერს ღამდება და მზე შემდეგი წლის 23 იანვრამდე აღარ ამოდის.

ქალაქის 5 000-მდე მაცხოვრებელი წელს ჰორიზონტზე მზეს პირველად 23 იანვარს დაინახავს. დღე დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ზოგადად, უკიდურეს ჩრდილოეთში მოკლე დღეებია. ნოემბრის პირველი რიცხვიდან ქალაქში 5 საათიანი დღეები დგება. 18 ნოემბერს კი მზე მხოლოდ 34 წუთით ამოდის და შემდეგ პოლარული ღამე იწყება.

ezgif-1673952427.com-gif-maker (2).jpg

პოლარული ღამის პერიოდში უტქიაგვიკში ჰაერის საშუალო ტემპერატურა -20 გრადუსია. მართალია, 23 იანვარს ქალაქში მზე ამოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დათბება. როგორც სინოპტიკოსები განმარტავენ, ქალაქში ყველაზე მეტი სიცივე იანვარში პოლარული ღამის დასრულების შემდეგ, მზის ამოსვლის პერიოდში ფიქსირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL