ხუთშაბათი, 12 თებერვალი
12°
ქარის სიჩქარე:
27 kph, ESE
წნევა:
100.60 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
14°
12°
ESE
55 %
27 kph
100.60 kpa
16 km
| 12 თებ | 13 თებ | ||
| 1 USD | 2.6830 | 2.6819 | -0.04% |
| 1 EUR | 3.1984 | 3.1853 | -0.41% |
| 100 RUB | 3.4713 | 3.4745 | 0.09% |
21 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 21 დეკემბერს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.