თბილისი

ოთხშაბათი, 24 აპრილი

13°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

2 საათი
14°
3 საათი
14°
4 საათი
13°
5 საათი
14°
6 საათი
14°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, N

წნევა:

102.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

13°

N

71 %

7 kph

102.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
24 აპრ 25 აპრ
1 USD 2.6802 2.6910 0.4%
1 EUR 2.8555 2.8756 0.7%
100 RUB 2.8670 2.9082 1.44%
სინოპტიკოსი ცხოველები და მწერები, რომლებიც ამინდის უტყუარ პროგნოზებს აკეთებენ
სინოპტიკოსი ცხოველები და მწერები, რომლებიც ამინდის უტყუარ პროგნოზებს აკეთებენ

მეტეოროლოგები ხშირად უშვებენ შეცდომებს ამინდის პროგნოზირებისას, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ბუნება, კერძოდ, ჩვენი პატარა მეგობრები, ეხმარებოდნენ ადამიანებს წინასწარ სცოდნოდათ მოსალოდნელი ამინდი. ექსპერტების აზრით, ცხოველების სულ მცირე 600 სახეობა და მცენარეთა 400 სახეობაა, რომლებსაც შეუძლიათ ამინდის, ქარიშხლებისა და კატასტროფების, მათ შორის, ტემპერატურის წინასწარმეტყველებაც კი. მაშ ასე, რამდენიმე მათგანია:

ჭიანჭველები

ყველამ იცის, რომ ამ პატარა არსებებისთვის მსუბუქი წვიმაც კი ნამდვილი კატასტროფაა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჭიანჭველებმა ისწავლეს ამინდის ცვლილებებზე ძალიან სწრაფად რეაგირება. ისინი იმალებიან თავიანთ სახლში და კეტავენ ყველა შესასვლელ–გამოსასვლელს. იცავენ თავს წყლისგან.

black-ants-1545825-640-1617094048.jpg

ძროხები

რამდენიმე ათეული წლის წინ, ამინდის პროგნოზირება როდესაც მეცნიერულად შეუძლებელი იყო, ფერმერებმა დაიწყეს ძროხებზე დაკვირვება.

თუ ხედავთ, რომ რამდენიმე ძროხა სიამოვნებით წევს ბალახზე - აუცილებლად იწვიმებს. ისინი ცდილობენ ბოლომდე ისიამოვნონ მშრალი ადგილით, სანამ წვიმა დაიწყება.

მოსალოდნელ ქარიშხალამდე ძროხები ჯგუფდებიან, რათა თბილად და უსაფრთხოდ იყვნენ.

cows-in-the-fog-1709242-640-1617094352.jpg

ბაყაყები

ბავშვობაში ალბათ ყველას გსმენიათ ბებიისგან, რომ ბაყაყები თუ ხმაურობენ, აუცილებლად იწვიმებს. გასაკვირია, მაგრამ ბაყაყები თითქმის არასდროს ცდებიან, როდესაც საქმე წვიმას ეხება.

მაგრამ რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში იპოვეს ბაყაყები, რომლებიც ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცდილობდნენ რაც შეიძლება მაღლა ასულიყვნენ. თუ მათ დიდ და მაღალ ქილაში ჩადებთ, ჩაუშვებთ კიბეს, ძალიან მოსახერხებელ ბარომეტრსაც მიიღებთ.

bayayi-da-prognozi-1617094512.jpg

კატები

ეს ფუმფულა არსებები ძალიან მგრძნობიარენი არიან ატმოსფერული წნევის ცვლილებების მიმართ. ისინი უშეცდომოდ განსაზღვრავენ გაგრილებას ან დათბობას და წვიმის დაწყებამდე სიამოვნებით ატარებენ დროს თბილ გარემოში.

katebi-1617094955.jpg

ნიანგები

ავსტრალიელმა მეცნიერებმა, ნიანგებზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ თუ ხანგრძლივი წვიმების სეზონია მოსალოდნელი, ქვეწარმავლები ბუდეებს ჩვეულებრივზე მეტად მაღლა აშენებენ.

niangi-1617095221.jpg

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL