თბილისი

ხუთშაბათი, 26 მარტი

17°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

16 საათი
18°
17 საათი
17°
18 საათი
16°
19 საათი
15°
20 საათი
14°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

9 kph, SSW

წნევა:

100.40 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

17°

SSW

59 %

9 kph

100.40 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
25 მარ 26 მარ
1 USD 2.7166 2.7075 -0.33%
1 EUR 3.1483 3.1402 -0.26%
100 RUB 3.3710 3.3462 -0.74%
რატომ აქვს წვიმის ხმას დამამშვიდებელი ეფექტი?
რატომ აქვს წვიმის ხმას დამამშვიდებელი ეფექტი?

გიფიქრიათ, რატომ აქვს წვიმის ხმას ასეთი დამამშვიდებელი ეფექტი? რა არის წვიმის წვეთის ხმაში ისეთი, რაც ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად აძინებს ადამიანს?

ოდითგანვე, წვიმის ხმებს იყენებდნენ მარტივად დასაძინებლად. ეს ხმები ადამიანს ეხმარება მოდუნებაში. გარდა ამისა, უმეტესობას ძალიან უჭირს გაღვიძება მაშინ, როდესაც გარეთ წვიმს. თითქოს, სურვილიც უფრო დიდია წვიმის დროს ძილი გაიხანგრძლივო.

dzili-wvimis-dros-1616745774.jpg

და მაინც, რატომ გვიყვარს წვიმის ხმა?

ეს კითხვა ძალიან ბევრჯერ დასვეს მეცნიერებმა. ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ღამის ხმების დაფარვა რამე სასიამოვნოთი. წვიმით გამოწვეული ხმა კი თითქოს მშვიდი მუსიკის როლს ასრულებს. მათთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობს, ღამე შეიძლება სავსე იყოს ხმებით, რომლებიც გამოფხიზლებას იწვევს. წვიმა, როგორც წესი, ბლოკავს ყველა სხვა ხმას და საშუალებას იძლევა მხოლოდ წვიმის ერთფეროვან ხმებზე გაამახვილოთ ყურადღება.

გარდა ამისა, ადამიანის გონება ძილის წინ ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობს, ამ ფიქრებზე ფოკუსირება კი ხელის შემშლელია დაძინებისთვის. წვიმის ხმა ადამიანს უფრო მეტი ყურადღებას ამახვილებინებს ამ მელოდიაზე, ვიდრე სხვა ფაქტორებზე. შედეგად, ადამიანი უფრო ადვილად ახერხებს დასვენებას და შესაბამისად, უფრო სწრაფად დაძინებას.

wvimiani-dge-1616747189.jpg

ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც უყვარს ადამიანს წვიმის ხმა ასე განსაკუთრებულად, შესაძლოა ადამიანის მუცლად ყოფნის დროს უკავშირდებოდეს. ჩასახვის მომენტიდან, ჩვენ, ყველანი, წყლით გარშემორტყმულ საშვილოსნოში ვატარებთ გარკვეულ პერიოდს. წვიმის ხმა, ქვეცნობიერულად მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი ელემენტი.

წვიმა რომანტიკასთანაც ასოცირდება. უამრავი სიმღერა არსებობს სიყვარულზე, წვიმის დროს. რომანტიკასა და წვიმას შორის კავშირიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ–ერთ ფაქტორად.

romace-and-rain-1616747273.jpg

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ წვიმს გაზაფხულზე ხშირად?
რატომ წვიმს გაზაფხულზე ხშირად?
2026 წლის ქარიშხლების სეზონი: "ელ-ნინიო" აქტივობას შეამცირებს, თუმცა საფრთხე რჩება
2026 წლის ქარიშხლების სეზონი: "ელ-ნინიო" აქტივობას შეამცირებს, თუმცა საფრთხე რჩება
როგორი ამინდი იქნება თბილისში 22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს
როგორი ამინდი იქნება თბილისში 22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს
ძლიერი შტორმი ახლო აღმოსავლეთში — ქვეყნების მიხედვით პროგნოზები და გაფრთხილებები
ძლიერი შტორმი ახლო აღმოსავლეთში — ქვეყნების მიხედვით პროგნოზები და გაფრთხილებები

კილომეტრი
მილი
USD
GEL