თბილისი

პარასკევი, 15 აგვისტო

30°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

17 საათი
30°
18 საათი
31°
19 საათი
29°
20 საათი
27°
21 საათი
26°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

11 kph, ESE

წნევა:

101.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

29°

30°

ESE

34 %

11 kph

101.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
14 აგვ 15 აგვ
1 USD 2.7226 2.7263 0.14%
1 EUR 3.1909 3.1870 -0.12%
100 RUB 3.4120 3.4187 0.2%
კახა კალაძე - „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს - ყველაფერი გაკეთდა, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული
კახა კალაძე - „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს - ყველაფერი გაკეთდა, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება და ყველაზე მნიშნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს.

„ზედა წყნეთში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. პარასკევს დაიწყო თოვა და დღესაც არ გადაუღია. ამ დღეების განმავლობაში, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, დაწყებული გვაქვს ასევე, მეორადი ქუჩების მოწესრიგება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. ტექნიკა მუშაობს. სრულად გაწმენდილია ბეთანიაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა იყოს მოწესრიგებული.

„მინდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სამუშაოებში, ასევე, კონტრაქტორი კომპანიები, ვინც ტექნიკით უზრუნველყოფას აკეთებს. თუ არის დარჩენილი ისეთი მეორადი ქუჩები, სადაც ჯერ ვერ მოვახერხეთ შესვლა, ამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან „თბილსერვის ჯგუფი“ მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული. პატარა ტრაქტორებით შევდივართ მეორად ქუჩებზე და ვაწარმოებთ მათ გაწმენდით სამუშაოებს. მეორად ქუჩებზე არის პატარ-პატარა პრობლემები, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ყველა ქუჩაზე შესვლა, ყველა პატარა ქუჩის და ჩიხის მოწესრიგება. ამდენი ტექნიკაც არ არსებობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კი განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს ასევე მერიის ცხელი ხაზის, რათა შემოსულ შეწყობინებებზე რეაგირება მაქსიმალურად მოხდეს.

„მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველა შემოსული შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მივიდეთ ყველა მოსახლესთან და მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულიაც იმყოფებოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
კვება ზაფხულში - გამაგრილებელი პროდუქტები ყველაზე ცხელი დღეებისთვის
კვება ზაფხულში - გამაგრილებელი პროდუქტები ყველაზე ცხელი დღეებისთვის
საუკეთესო ადგილები საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად
საუკეთესო ადგილები საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად
2025 წლის 5 ყველაზე დიდი ხანძარი, რომლის გამოწვევასა და გავრცელებასაც სიცხემ შეუწყო ხელი
2025 წლის 5 ყველაზე დიდი ხანძარი, რომლის გამოწვევასა და გავრცელებასაც სიცხემ შეუწყო ხელი
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

კილომეტრი
მილი
USD
GEL