თბილისი

ხუთშაბათი, 18 აპრილი

14°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

6 საათი
13°
7 საათი
14°
8 საათი
16°
9 საათი
17°
10 საათი
19°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.40 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

14°

CLM

71 %

0 kph

101.40 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
17 აპრ 18 აპრ
1 USD 2.6710 2.6753 0.16%
1 EUR 2.8387 2.8473 0.3%
100 RUB 2.8423 2.8348 -0.26%
„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს“ – თეა გოდელაძე
„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს“ – თეა გოდელაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს. გოდოლაძის განმარტებით, მეწყრის სიღრმე დაახლოებით 18 მეტრს შეადგენს. მან ჟურნალისტებს კვლევის პირველადი შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ სიღრმე და სიჩქარე აეროფოტოგადაღებით გაზომეს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი არ უნდა გაიმართოს.

გოდოლაძის თქმით, ასევე აუცილებელია მთლიანად მოხდეს მეწყრის კანის შეფასება, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორი სცენარი განვითარდება.

„ახლა ის ნელა მოძრაობს. ანუ, სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში. ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს არ არის ცოტა და აუცილებელია ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. როდესაც ჩვენ ბუნებრივ საფრთხეს ვზომავთ, ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. ანუ, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის. ყველა სცენარი გვინდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ მოსახლეობასთან და ქვეყანასთან. შესაბამისად, რიცხობრივად გამოსახული სიდიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის 5 სანტიმეტრი დღეში. დღეს, ჩვენ გადავდივართ უკვე აჩქარების გაზომვაზე, იქნებ დავდოთ პირველი შედეგები. ეკოლოგებთან გვქონდა ინტენსიური კონსულტაცია, გაგვიწიეს გარკვეული კონსულტაციები, როგორ ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ ნაკლებად დავზარალდეთ. აუცილებელია აჩქარება ყოველდღიურად გაიზომოს“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძის თქმით, ამერიკელი კოლეგებისგანაც მიიღეს რეკომენდაცია, რომ ტერიტორიაზე მოძრაობა არ უნდა იყოს.

„ყველას ვეუბნებით, რომ გაჩერდით, არ იმოძრაონ, მანქანებმა ნაკლებად იმოძრაონ და ტერიტორია ქვემოთ საერთოდ უნდა მოსუფთავდეს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რაც ახლა ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მოგვცეს. ქვემოთა ნაწილი საერთოდ უნდა მოსუფთავდეს, რადგანაც მოძრავი მასის უცაბედი დაძვრა რომ დაიწყოს, აუცილებელია წინა ნაწილი ყოველთვის თავისუფალი იყოს. იქ, ახლა ისეთი მდგომარეობაა, ნებისმიერი ვიბრაცია არის პრობლემა... ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა. ქრესტომათიაა, რომ მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს. ოთხ დღეში 25 სანტიმეტრი არის გაწეული, აღარაფრის დრო არ არის, აქ ვართ, გავდივართ ველზე. ვთხოვთ გერმანელ კოლეგებს, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ველით“, - განაცხადა გოდოლაძემ.

ამასთან, თეა გოდოლაძის განცხადებით, მეწყრის მონიტორინგისთვის ლიმიტირებული რესურსი გააჩნიათ.

„გვაქვს ამ აპარატურის ნაწილი, მაგრამ ეს არ გვაძლევს სრული სურათის დანახვის საშუალებას. შესაბამისად, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. პირველი, რაც გავაკეთეთ ხუთშაბათისა და გუშინდელი ნამუშევრის შედარებითი ანალიზია, რომელიც პირველადი შეფასებების საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში უნალექო, აღმოსავლეთში კი გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ დეტალები
დასავლეთ საქართველოში უნალექო, აღმოსავლეთში კი გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ დეტალები
რა ხდება როდესაც ვარსკვლავები კვდებიან?
რა ხდება როდესაც ვარსკვლავები კვდებიან?
საქართველოში თბილი, თუმცა წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში თბილი, თუმცა წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს მზის დაბნელებაა
დღეს მზის დაბნელებაა

კილომეტრი
მილი
USD
GEL