თბილისი

პარასკევი, 25 სექტემბერი

26°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

17 საათი
24°
18 საათი
23°
19 საათი
23°
20 საათი
22°
21 საათი
22°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

9 kph, W

წნევა:

102.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

24°

26°

W

50 %

9 kph

102.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
24 სექ 25 სექ
1 USD 2.6229 2.6218 -0.04%
1 EUR 2.9925 2.9807 -0.39%
100 RUB 3.1138 3.0834 -0.98%
დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში საფრ­თხის დონე საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია- გარემოს ეროვნული სააგენტო
დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში საფრ­თხის დონე საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, 06:22 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი. ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად, მდინარე დევდორკმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მოკლეტალღოვანი ნაკადი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჭალა-კალაპოტმა უზრუნველყო წარმოქმნილი ნაკადის უსაფრთხოდ გატარება. ხეობაში წყლის დონემ დაახლოების 4 მეტრს მიაღწია. ამასთან, საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კმ-ის მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული განგაშის სისტემა მდ.დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია.

დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მსგავსი მოვლენების განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება სიგნალის ამოქმედება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ გვძინავს უკეთესად წვიმიან ამინდში?
რატომ გვძინავს უკეთესად წვიმიან ამინდში?
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როგორი ამინდია ახლა ევროპის ქვეყნებში, სადაც ზაფხულში განსაკუთრებული სიცხე იყო
როგორი ამინდია ახლა ევროპის ქვეყნებში, სადაც ზაფხულში განსაკუთრებული სიცხე იყო
სექტემბრის ბოლო: როდის მთავრდება ნამდვილი ზაფხული საქართველოში?
სექტემბრის ბოლო: როდის მთავრდება ნამდვილი ზაფხული საქართველოში?

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL