ორშაბათი, 17 აგვისტო
24°
ქარის სიჩქარე:
11 kph, ESE
წნევა:
101.50 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
25°
24°
ESE
60 %
11 kph
101.50 kpa
16 km
| 14 აგვ | 15 აგვ | ||
| 1 USD | 2.6171 | 2.6162 | -0.03% |
| 1 EUR | 3.0191 | 3.0233 | 0.14% |
| 100 RUB | 3.1286 | 3.1105 | -0.58% |
ნალექიანი ამინდები 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებდება. მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. გარემოს ეროვნული საგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თბილისში მოუსლმა წვიმამ ქალაქს პრობლემები შეუქმნა. ძლიერი და ხანგრძლივი წვიმა დედაქალაქში14 აგვისტოს ღამით მოვიდა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ქუჩები, სახლების სარდაფები და საცხოვრებელი ტერიტორიები დატბორა. დაზიანდა ან დაიტბორა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურა; რამდენიმე ადგილზე მიწისა და ღორღის ჩამოშლამ გზებზე გადაადგილება გაართულა. პრობლემები შეექმნა მეტროს ინფრასტრუქტურასაც - წყალი რამდენიმე სადგურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა. წყლის დაგროვებამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო შეფერხებები გამოიწვია, მათ შორის გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ. 15 აგვისტოსაც მიმდინარეობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები: იწმინდებოდა სანიაღვრე ქსელები, გზები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა; სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც იყო ჩართული.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.