თბილისი

ხუთშაბათი, 02 აპრილი

19°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

19 საათი
19°
20 საათი
17°
21 საათი
15°
22 საათი
15°
23 საათი
14°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

15 kph, S

წნევა:

100.90 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

19°

19°

S

45 %

15 kph

100.90 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
02 აპრ 03 აპრ
1 USD 2.6994 2.6989 -0.02%
1 EUR 3.1318 3.1083 -0.75%
100 RUB 3.3536 3.3612 0.23%
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ბოლო დღეებს ითვლის
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ბოლო დღეებს ითვლის

მსოფლიოს ყინულოვანი გიგანტის 40-წლიანი მოგზაურობა სრულდება. ის ერთ დროს დედამიწის უდიდესი აისბერგი იყო, რომლის ფართობი ლონდონს ორჯერ აღემატებოდა. თუმცა, ხანგრძლივი დრამატული თავგადასავლის შემდეგ, რომელიც მეცნიერებისთვის ნამდვილ სანახაობად იქცა, აისბერგი A23a დაშლის პირასაა. თბილი ოკეანის წყლები მის ნარჩენებს „ჭამენ“ და სპეციალისტების ვარაუდით, მას არსებობის მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

A23a-ს ისტორია 1986 წელს დაიწყო, იმ წელს, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. სწორედ მაშინ მოწყდა ანტარქტიდის კონტინენტს ფილხნერის ყინულოვანი შელფიდან გიგანტური მასა, რომლის ფართობი 4 000 კვადრატულ კილომეტრს აღწევდა.

მოწყვეტიდან მალევე, აისბერგი უედელის ზღვის ფსკერზე, ტალახში „გაიჭედა“ და იქ მომდევნო 30 წელზე მეტი გაატარა. მისი მოძრაობა მხოლოდ 2020 წელს შეამჩნიეს, რამაც მეცნიერთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

დინებებისა და ფსკერის რელიეფის წყალობით, A23a-მ გეზი ე.წ. „აისბერგების ხეივნისკენ“ აიღო. გზად მან არაერთი დაბრკოლება გადალახა: სამხრეთ ორკნის კუნძულებთან რვა თვის განმავლობაში გიგანტურ წყლის მორევში, „ტეილორის სვეტში“ ტრიალებდა, შემდეგ კი სამხრეთ ჯორჯიის კუნძულთან გაიჭედა. ბევრი სხვა აისბერგისგან განსხვავებით, რომლებიც სწორედ აქ ასრულებენ სიცოცხლეს, A23a-მ თავის დაღწევა შეძლო და ჩრდილოეთისკენ სვლა განაგრძო.

„მისი მოგზაურობა მართლაც შთამბეჭდავია მხოლოდ მისი ხანგრძლივობის გამოც კი,“ — ამბობს დოქტორი კრისტოფერ შუმანი. ის ამ პროცესს სატელევიზიო დრამას ადარებს, სადაც არასდროს იცი, შემდეგ სერიაში რა მოხდება.

2025 წლის დასაწყისისთვის აისბერგი კვლავ კოლოსალური ზომის იყო, თუმცა წელს მისი დეგრადაცია დაჩქარდა. აგვისტოსა და სექტემბერში, სამხრეთ ატლანტის ოკეანეში ყოფნისას, მასზე ერთდროულად რამდენიმე ძალამ იმოქმედა:

  • აისბერგის ზედაპირზე გაჩენილი ნადნობი წყალი ნაპრალებში ჩაედინა, რამაც შიგნიდან გახეთქა ყინულის მასა.
  • ოკეანის თბილმა წყლებმა ქვემოდან და გვერდებიდან მოშალა მისი ბაზა.

შედეგად, გიგანტს დიდი ნატეხები მოსცილდა, რომლებსაც საკუთარი სახელებიც კი მიენიჭათ (A23g, A23h და A23i).

მეცნიერები A23a-ს დაშლას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ სანახაობისთვის, არამედ კლიმატის ცვლილების შესასწავლად. აისბერგები ერთგვარი „მოძრავი ბუნებრივი ლაბორატორიებია“. მათზე დაკვირვებით მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როგორ უპასუხებს ანტარქტიდის ყინულოვანი შელფები ტემპერატურის მატებას და რა გავლენას მოახდენს ეს მსოფლიო ოკეანის დონის აწევაზე.

მარტის დასაწყისისთვის A23a-ს ფართობი 180 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. ის ახლა იმაზე უფრო ჩრდილოეთით იმყოფება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ანტარქტიდული აისბერგი, რომელსაც დღეს აკვირდებიან. მეტიც, ეკვატორთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ლონდონი.

"ის დაემსგავსა ყინულის ნატეხს თქვენს სასმელში - მის გაქრობას დიდი დრო არ სჭირდება,“ - აღნიშნავს დოქტორი შუმანი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ როგორც კი აისბერგის ფართობი 70 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები გახდება, ისინი მის თვალთვალს შეწყვეტენ. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მსოფლიოს უძველესი აისბერგისგან კვალიც აღარ დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება საქართველოში შაბათ-კვირას
როგორი ამინდი იქნება საქართველოში შაბათ-კვირას
იაფი ავიაბილთები თურქეთში - გზამკველვი
იაფი ავიაბილთები თურქეთში - გზამკველვი
როგორი ამინდი იქნება თბილისში 22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს
როგორი ამინდი იქნება თბილისში 22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს
2026 წლის ქარიშხლების სეზონი: "ელ-ნინიო" აქტივობას შეამცირებს, თუმცა საფრთხე რჩება
2026 წლის ქარიშხლების სეზონი: "ელ-ნინიო" აქტივობას შეამცირებს, თუმცა საფრთხე რჩება

კილომეტრი
მილი
USD
GEL