თბილისი

კვირა, 15 თებერვალი

17°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

16 საათი
17°
17 საათი
16°
18 საათი
14°
19 საათი
13°
20 საათი
11°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

42 kph, WNW

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

17°

WNW

39 %

42 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
13 თებ 14 თებ
1 USD 2.6819 2.6807 -0.04%
1 EUR 3.1853 3.1782 -0.22%
100 RUB 3.4745 3.4683 -0.18%
საქართველოში უამინდობაა - დეტალები გზებზე შეზღუდვების შესახებ
საქართველოში უამინდობაა - დეტალები გზებზე შეზღუდვების შესახებ

ა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი გზებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ალ­პა­ნა-ცა­გე­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ0-კმ22 (ორ­ბე­ლის უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა.

ამას­თან, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი (წყალ­ტუ­ბოს გა­და­სახ­ვე­ვი)-წყალ­ტუ­ბო-ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხი-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ42-კმ88 (ოფი­ტა­რა-ლენ­ტე­ხი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

„ამა­ვე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ89-კმ125 (ლენ­ტე­ხი-მელე) მო­ნაკ­ვეთ­ზე და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ42 (წყალ­ტუ­ბოს გა­და­სახ­ვე­ვი-ოფი­ტა­რა) მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, ახალ­ქა­ლა­ქი-კარ­წა­ხის და ახალ­ცი­ხე-ნი­ნოწ­მინ­დის გზებ­ზე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

„ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ახალ­ქა­ლა­ქი-კარ­წა­ხის და ახალ­ცი­ხე-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ძლი­ერ­მა თო­ვამ და ყი­ნულ­მოც­ვამ „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ კუთ­ვნი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსე­ლი მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ ავ­რცე­ლებს.მა­თი­ვე ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა ჭირს, „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, მე­ო­რე დღეა, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, ამ დრო­ის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ფერ­ხე­ბით მი­ე­წო­დე­ბა იმე­რე­თის და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას.

"უა­მინ­დო­ბამ საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რო­გორც მა­ღალ, ისე და­ბალ ქსე­ლებ­ში.

და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლებ­ზე რჩე­ბი­ან სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­სუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი. ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ ენერ­გე­ტი­კო­სებს აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა სრუ­ლად არ აღ­დგე­ბა,“ - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

რო­გო­რია უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნო­ზი?

გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და.

"30 დე­კემ­ბერს სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ზო­გან ძლი­ე­რი ელ­ჭექთან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ზღვა­ზე 4-6 ბა­ლამ­დე შტორ­მი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძლი­ე­რი თოვა, ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი, გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა. დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რი­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე მა­ღა­ლი)" - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ძლიერი ნალექი და შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება - დეტალური ამინდის პროგნოზი რაიონების მიხედვით
საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება - დეტალური ამინდის პროგნოზი რაიონების მიხედვით
16 თებერვალს საქართველოს სანაპირო რაიონებში 26 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება თბილისსა და სხვა რაიონებში
16 თებერვალს საქართველოს სანაპირო რაიონებში 26 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება თბილისსა და სხვა რაიონებში

კილომეტრი
მილი
USD
GEL