თბილისი

კვირა, 28 დეკემბერი

-1°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

2 საათი
-1°
3 საათი
-1°
4 საათი
-2°
5 საათი
-2°
6 საათი
-2°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, WNW

წნევა:

100.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

-1°

-6°

WNW

86 %

13 kph

100.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
26 დეკ 27 დეკ
1 USD 2.6966 2.6959 -0.03%
1 EUR 3.1777 3.1747 -0.09%
100 RUB 3.4686 3.4365 -0.93%
ტაიფუნი „კალმაეგი“ – წლის ყველაზე გამანადგურებელი ქარიშხალი და მეცნიერების გაფრთხილება გლობალური დათბობის შესახებ
ტაიფუნი „კალმაეგი“ – წლის ყველაზე გამანადგურებელი ქარიშხალი და მეცნიერების გაფრთხილება გლობალური დათბობის შესახებ

ტაიფუნი „კალმაეგი“, რომელიც წელს ყველაზე მომაკვდინებელ ქარიშხლად იქცა, ვიეტნამს შეეტაკა მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ფილიპინებს გადაუარა და მძიმე ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურამ და სასოფლო-სამეურნეო მიწებმა უდიდესი ზარალი მიიღო. შემდგომ კი ვიეტნამის ცენტრალურ რეგიონში შეიწირა მინიმუმ 5 ადამიანის სიცოცხლე და დააზიანა დასახლებები.

ტაიფუნის გააქტიურება დაემთხვა ბრაზილიაში მიმდინარე კლიმატის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც 190-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ცდილობს შეთანხმებას სათბური გაზების გამოყოფის შემცირებაზე. თუმცა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალობას. გლობალური დათბობა უკვე მკაფიოდ აისახებატროპიკულ ციკლონებზე.

ლონდონის გრენთემის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტის მკვლევარი ბენ კლარკი აღნიშნავს, რომ დასავლეთ წყნარ ოკეანესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა უკიდურესად მაღალია, რაც ქარიშხალს დამატებით ენერგიას აძლევს.

„კალმაეგი" უფრო ძლიერი და უფრო ნალექიანი გახდა სწორედ ამ ტემპერატურის გამო. ეს ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ქმედებით გამოწვეულ გლობალურ დათბობას,“ - ამბობს კლარკი.

კლიმატის ცვლილება ზრდის ტაიფუნების ინტენსივობას, რადგან თბილი წყალი აჩქარებს აორთქლებას და ატმოსფეროში მეტ ტენი მიდის. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი ჯიანმარკო მენგალდო აღნიშნავს, რომ თბილ კლიმატში ძლიერ ქარიშხალთა ალბათობა და მათი ინტენსივობა აშკარად იზრდება.

ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტის მკვლევარი ფენგ სიანგბო ამბობს, რომ „კალმაეგი“ შესაძლოა წელს ყველაზე ძლიერი ტაიფუნი არ ყოფილა, მაგრამ ის სტიქიური მოვლენების ჯაჭვში დიდ ადგილს იკავებს. როდესაც ქარიშხლები ერთმანეთის მიყოლებით მოდიან, მათი საერთო ზიანი იზრდება, რადგან ნიადაგი გაჟღენთილია, მდინარეები გადავსებულია და ინფრასტრუქტურა დასუსტებულია.

მკვლევრები ასევე აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ტაიფუნების ზემოქმედების არეალი ფართოვდება. ფენგის თქმით, ტალღებისა და შტორმის აწევის რადიუსის ზრდამ ტაიფუნების საფრთხე ახალ სანაპირო რეგიონებამდე მიიტანა. ზღვის დონის მატება კი განსაკუთრებულ რისკს უქმნის დაბალმდებარეობიან ადგილებს, განსაკუთრებით ფილიპინებსა და ვიეტნამის სანაპირო ზოლში.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ თუ კაცობრიობა სათბური გაზების გამოყოფის შემცირებაზე რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ასეთ დამანგრეველ ქარიშხლებს მომდევნო წლებში კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
გაიგეთ, სად მოთოვს უახლოესი დღეების განმავლობაში
გაიგეთ, სად მოთოვს უახლოესი დღეების განმავლობაში
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან გარდამავალ სეზონზე
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან გარდამავალ სეზონზე
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელი ქვეყნები შეხვდებიან ახალ წელს თოვლით?
რომელი ქვეყნები შეხვდებიან ახალ წელს თოვლით?

კილომეტრი
მილი
USD
GEL