პარასკევი, 03 ოქტომბერი
ქარის სიჩქარე:
9 kph, E
წნევა:
102.40 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
18°
16°
E
67 %
9 kph
102.40 kpa
16 km
02 ოქტ | 03 ოქტ | ||
1 USD | 2.7258 | 2.7263 | 0.02% |
1 EUR | 3.1968 | 3.2034 | 0.21% |
100 RUB | 3.3665 | 3.3526 | -0.41% |
გასული 2 დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ძლიერმა წვიმამ, ქარმა და შტორმმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით რთული ვითარებაა აჭარაში.
კერძოდ, ბათუმში სანაპიროზე შტორმა საპლაჟო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები წაიქცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა მთელი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა და ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმი და ძლიერი ქარი ფიქსირდება.
აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მდინარე მაჭახელას ადიდებამ პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საყანე მიწები დატბორა. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს.
როგორც ხელვაჩაურის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული.
სოფელ დოხოძეებში მეწყერმა ვარშანიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ღამის საათებში განვითარებული მეწყრის დროს სახლში 8 წევრი იმყოფებოდა, მათ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ორი მათგანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქედაში, სოფელ ლაშეში თოვლი მოვიდა. ქედის სოფელ კოლოტაურში უამინდობის და ძლიერი წვიმის შედეგად, გზა ჩაინგრა. ადგილობრივები „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა 21 სექტემბრამდე გასტანს. გაფრთხილება მეტეოროლოგებმა გუშინ გაავრცელებს.
ამასთან, როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
"21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.