თბილისი

ორშაბათი, 23 მარტი

13°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

15 საათი
14°
16 საათი
15°
17 საათი
14°
18 საათი
13°
19 საათი
12°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

9 kph, ESE

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

13°

ESE

81 %

9 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
20 მარ 21 მარ
1 USD 2.7264 2.7231 -0.12%
1 EUR 3.1283 3.1471 0.6%
100 RUB 3.1948 3.2463 1.61%
ბრიტანეთში ნაადრევი შემოდგომაა, რაც ბუნების სტრესის შედეგია
ბრიტანეთში ნაადრევი შემოდგომაა, რაც ბუნების სტრესის შედეგია

ბრიტანეთის მოსახლეობა, ვინც სექტემბრის უხვ მოსავალს ელოდა, შესაძლოა იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

ზაფხულის შუა პერიოდიდან მაყვლის ბუჩქები ნაყოფით დაიტვირთა, ახლა კი ბევრგან მხოლოდ დამჭკნარი კენკრაა დარჩენილი. არანაკლებ გასაოცარია ისიც, რომ ხეები ფოთლებს ყრიან, ვაშლები მწიფეა და მუხის რკოებიც ნაადრევად ცვივა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ნაადრევი შემოდგომა არ არის. ეს არის ბუნების სტრესის შედეგი.

ინგლისმა უკვე მეოთხე სიცხის ტალღა გადაიტანა, ტემპერატურამ 33.4 °C-ს მიაღწია, ხოლო ქვეყნის ხუთ რეგიონში ოფიციალურად გამოცხადებულია გვალვა.

„ჩვენ ახლა ვხედავთ შედეგს იმ უკიდურესად ცხელი და მშრალი გაზაფხულისა და ზაფხულის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად მშრალ პერიოდად ითვლება ისტორიაში,“ – ამბობს კეტრინ ბრაუნი, ველური ბუნების დაცვის ფონდის კლიმატის ცვლილების დირექტორი.

„ხეები სტრესის საპასუხოდ უფრო ადრე იძლევიან თესლს – ეს მათი დაცვის სტრატეგიაა,“ – განმარტავს ბრაუნი.

ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილება ცვლის ბუნების კალენდარს. პროფესორ ტიმ სპარქსის თქმით, მცენარეები და მწერები წელს უფრო ადრე აქტიურდებიან.

„მაყვლის ნაადრევი დამწიფება სიცხის შედეგია, დამჭკნარი კენკრა კი – წყლის დეფიციტის. ფოთლების ცვენაც წყლის პრობლემაა. ეს არ არის ბუნებრივი შემოდგომა. თუ წვიმები მოვა, მცენარეების ზრდის სეზონი კვლავ გაგრძელდება,“ – ამბობს ის.

სპარქსის განმარტებით, თბილ კლიმატში ხეები ჩვეულებრივ უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ფოთლებს, რაც, ნაყოფის ნაადრევ დამწიფებასთან ერთად, შემოდგომას ხანგრძლივს ხდის.

„ფრინველები, მაგალითად, შაშვი, გაზაფხულსა და ზაფხულში ბარტყებს მწერებით კვებავენ. შემოდგომაზე კი კენკრასა და თესლზე გადადიან. თუ ეს საკვები უკვე აღარ არის, მათთვის ნამდვილი შიმშილის სეზონი იწყება,“ – ამბობს ბრაუნი.

ეს კი ცხოველებს უქმნის სერიოზულ პრობლემას ზამთრისთვის მზადებისას, როცა საკვები ისედაც იშვიათია.

ფერმერებიც მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან. ფერმერებისა და მეფრინველეობის ეროვნული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რეიჩელ ჰალოსი ამბობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში წვიმები მოვიდა, ამ წლის ექსტრემალური პირობები უპრეცედენტოა. შარშან მოსავალი ძლიერმა წვიმამ დააზარალა, წელს – გვალვამ. ეს მკვეთრი ცვალებადობა გვალვასა და წყალდიდობას შორის სულ უფრო ხშირი ხდება.“

ჰალოსის თქმით, საკვების უსაფრთხოება ეროვნული პრიორიტეტი უნდა გახდეს და მთავრობამ მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს ფერმერებს, რათა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირდნენ.

მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ზამთრები უფრო ნოტიო ხდება, ხოლო ექსტრემალური სიცხე და სიცივე - ხშირი და ინტენსიური. 2025 წლის ივნისი ინგლისში ყველაზე თბილი იყო დაკვირვებების ისტორიაში, ხოლო მთელ ბრიტანეთში – მეორე ყველაზე ცხელი 1884 წლიდან მოყოლებული.

„ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა გლობალური დათბობა მხოლოდ 1.5°C-ით აღემატება ინდუსტრიულ დონეს. თუ ტემპერატურა კიდევ მოიმატებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება,“ – ამბობს ბრაუნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
დაგეგმე დაუვიწყარი შვებულება: აია ნაპას ტური და სრული გზამკვლევი
დაგეგმე დაუვიწყარი შვებულება: აია ნაპას ტური და სრული გზამკვლევი
გუდაური-კობის გზაზე ზვავსაშიშროებაა
გუდაური-კობის გზაზე ზვავსაშიშროებაა
საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ევაკუირებულია 38 ოჯახი, დაინგრა 5 სახლი - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა
ევაკუირებულია 38 ოჯახი, დაინგრა 5 სახლი - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა

კილომეტრი
მილი
USD
GEL