პარასკევი, 15 აგვისტო
ქარის სიჩქარე:
11 kph, ESE
წნევა:
101.20 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
29°
30°
ESE
34 %
11 kph
101.20 kpa
16 km
14 აგვ | 15 აგვ | ||
1 USD | 2.7226 | 2.7263 | 0.14% |
1 EUR | 3.1909 | 3.1870 | -0.12% |
100 RUB | 3.4120 | 3.4187 | 0.2% |
სიცხე და ქარი ხანძრის გაჩენასა და გავრცელებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ ფაქტორად ითვლება. ეს პროცესი ჯაჭვურია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში, მაღალი ტემპერატურა აშრობს მწვანე საფარს: ბალახს, ფოთლებს, ტოტებს... ტენიანობის შემცირებასთან ერთად, ეს მასლა იქცევა „საწვავად“, რომელიც ადვილად აალდება და იწვის. უკიდურეს სიცხეში შეიძლება მოხდეს თვითაალებაც, თუ ტერიტორია ნავთობის ან სხვა ტიპის ცხიმოვანი ნივთიერებების ნარჩენებითაა დაბინძურებული.
მეორე მხრივ, სიცხე აადვილებს ცეცხლის შენარჩუნებას, რადგან ჰაერში წყლის ორთქლი/ტენი ნაკლებია და ალი არ ქრება. ამას ემატება ქარი, რომელიც ცეცხლს მეზობელ უბნებს ნაპერწკლებისა და ცეცხლოვანი ნაწილაკების სახით გადასცემს. ასევე, ქარი ზრდის ცეცხლის წვის ინტენსივობას, რადგან აძლევს ჟანგბადს, რაც წვის პროცესს აჩქარებს.
სწორედ ამ ორი ფაქტორით იყო გამოწვეული ხანძრების უმეტესობა, რომლებიც მიმდინარე წელს დაფიქსირდა და ამ პროცესმა უკვე საკმაოდ ინტენსიური სახე მიიღო. 2025 წლის 5 ყველაზე დიდი ხანძარი კი ასე გამოიყურება:
რუსეთი - 2025 წლის გაზაფხულზე, რუსეთის აღმოსავლეთში, მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. გაჩნდა 4 კერა, რამაც საერთო ჯამში 629 000 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ხანძარს მსხვერპლიც მოჰყვა.
სამხრეთ კორეა – 21 მარტიდან 15 მაისამდე სამხრეთ კორეას ხანძრის უამრავ კერასთან მოუწია გამკლავება. სიცხითა და ქარით გამოწვეული მასშტაბური ხანძარი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი გახლდათ. ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რამდენიმე ათეული კი გარდაიცვალა.
აშშ - 2025 წელი აშშ-თვის ხანძრების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე იყო. საერთო ჯამში ათასობით ჰექტარი მიწა გადაიწვა. თუმცა მათ შორის ყველაზე მასშტაბური ხანძარი 4 ივლისს არიზონაში გაჩნდა. განსაკუთრებულმა სიცხემ და მშრამა ჰაერმა ცეცხლი სწრაფად გაავრცელა, რასაც ძლიერი ქარიც ერთვოდა თან.
თურქეთი - ივნისის ბოლოს თურქეთში დაწყებული ხანძრის შედეგა 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი.
საბერძნეთი - ხანძარმა მოიცვა როგორც ათენი, ისე კუნძულები, მათ შორის, პოპულარული ტურისტული მიმართულება ზაკინთოსი. უამრავმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.