ბუდაპეშტი

პარასკევი, 23 იანვარი

0°

ამინდი საათების მიხედვით

13 საათი
2°
14 საათი
1°
15 საათი
1°
16 საათი
1°
17 საათი
1°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

5 kph, ENE

წნევა:

100.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

1°

-1°

ENE

77 %

5 kph

100.50 kpa

24 km

ოფიციალური კურსი
22 იან 23 იან
1 USD 2.6950 2.6946 -0.01%
1 EUR 3.1550 3.1497 -0.17%
100 RUB 3.4742 3.5590 2.44%
კვება ზაფხულში - გამაგრილებელი პროდუქტები ყველაზე ცხელი დღეებისთვის
კვება ზაფხულში - გამაგრილებელი პროდუქტები ყველაზე ცხელი დღეებისთვის

როდესაც ტემპერატურა მატულობს, ჩვენს ორგანიზმს ზედმეტი მუშაობა უწევს, რომ გაგვაგრილოს. ოფლიანობა ეხმარება ტემპერატურის რეგულირებას, მაგრამ ამავდროულად, გვაკლებს წყალსა და ელექტროლიტებს, ამიტომ გაძლიერებული ჰიდრატაციაა საჭირო. ამ პროცესში კი ძალიან დიდი როლი აქვს საკვებს. ზაფხულის საუკეთესო საკვები ისაა, რაც გვინარჩუნებს სითხეს ორგანიზმში, გვაძლევს ენერგიას და თავს მსუბუქად გვაგრძნობინებს.

გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეებისთვის იდეალურია:

1. საზამთრო - მისი შემადგენლობის 90%-ზე მეტი წყალია. შეიცავს C ვიტამინს და აქვს ბუნებრივი სიტკბო ზედმეტი შაქრის გარეშე. შეგიძლიათ მიირთვათ დამოუკიდებლად, ასევე ძალიან უხდება სალათს ფეტათასა და პიტნასთან ერთად. იდეალურია გახეხილი ცივი სასმლის სახით.

2. კიტრი - შეიცავს ბევრ წყალს, მსუბუქია კუჭისთვის და კალიუმის კარგი წყარო. ის ძალიან უხდება სხვადასხვა სალათსა და სოუსს.

3. პომიდორი - ორგანიზმს ეხმარება სითხის შენარჩუნებაში. იდეალურია როგორც სალათებში, ისე კერძებში.

4. მწვანე ფოთლები, მაგალითად, სალათის ფურცელი ან ისპანახი - მსუბუქია, საკვები ნივთიერებებით მდიდარია. ასევე შეიცავს მაგნიუმს, რომელიც აძლიერებს კუნთების მუშაობას სიცხეში. შეგიძლიათ მიირთვათ ცივ სალათებში, მწვანე სმუზიში.

5. ციტრუსები - ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი და სხვა ციტრუსები შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ამაგრებს იმუნიტეტს, ხოლო მჟავე გემო სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას ანიჭებს. შეგიძლიათ დაამატოთ წყალს და დღის განმავლობაში დალიოთ.

6. კენკრა -მარწყვი, მოცვი, ჟოლო ანტიოქსიდანტებით მდიდარი და ბუნებრივად გამაგრილებელი პორდუქტებია. ისინი დიდი რაოდენით სითხეს შეიცავს და თან მსუბუქია. შეგიძლიათ გაყინოთ და ნაყინის სახითაც მიირთვათ.

გაითვალისწინეთ, ზაფხულში მძიმე და ცხიმიანი საკვები ორგანიზმს უფრო მეტად ათბობს. აირჩიეთ მსუბუქი კერძები სითხის მაღალი შემცველობით და გამოიყენეთ ბევრი ახალი მწვანილი და სეზონური ბოსტნეული. მიირთვით ბევრი სუფთა წყალი და მოერიდეთ ზედმეტ კოფეინსა და ალკოჰოლს, რომლებიც ხელს უწყობს გაუწყლოებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
ლიპყინული გზებზე - გაიგეთ საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ
ლიპყინული გზებზე - გაიგეთ საავტომობილო გზებზე შეზღუდვების შესახებ
რატომ არის თოვლი თეთრი?
რატომ არის თოვლი თეთრი?

კილომეტრი
მილი
USD
GEL