პარასკევი, 16 ოქტომბერი
20°
ქარის სიჩქარე:
15 kph, NW
წნევა:
101.70 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
19°
20°
NW
68 %
15 kph
101.70 kpa
16 km
| 14 ოქტ | 16 ოქტ | ||
| 1 USD | 2.5989 | 2.5987 | -0.01% |
| 1 EUR | 2.9074 | 2.9129 | 0.19% |
| 100 RUB | 3.0926 | 3.1020 | 0.3% |
ევროპაში წლიდან წლამდე ზაფხულის სიცხე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. გახშირებულია მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრები. სიცხის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.
გაგაცნობთ ქვეყნებს ევროპაში, სადაც გასულ კვირაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა:
1. ესპანეთი - ესპანეთი კვლავ სიცხის ტალღის ეპიცენტრშია. ტემპერატურა რეგულარულად 40 °C-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით ტემპერატურა 46 °C-მდეც ავიდა.
2. პორტუგალია - ასევე გაუსაძლის სიცხეს ებრძვის პორტუგალიაც, სადაც ზაფხულის დასაწყისში 46-47 °C ფიქსირდებოდა. ახლა შედარებით დაიკლო ტემპერატურამ, თუმცა ქვეყანაში კვლავ განსაკუთრებული სიცხეა. ქვეყანაში რამდენიმე ხანძარიც გაჩნდა.
3. საფრანგეთი - საფრანგეთი რეკორდულ სიცხეს ებრძვის. მიმდინარე ზაფხულს ბორდოსა და ბერჟერაკში ტემპერატურა საშუალოზე 12 °C-ით მაღალი იყო.სამხრეთ რეგიონებში ტემპერატურა 43 °C-მდეც ავიდა.
4. საბერძნეთი - საბერძნეთი უმკლავდება ერთდროულად რამდენიმე გამოწვევას — ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ სიცხის ტალღას და ხანძრებს. რამდენიმე კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.