თბილისი

ორშაბათი, 08 დეკემბერი

6°
წვიმა

ამინდი საათების მიხედვით

7 საათი
6°
8 საათი
6°
9 საათი
6°
10 საათი
6°
11 საათი
6°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, NNE

წნევა:

102.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

8°

6°

NNE

100 %

4 kph

102.00 kpa

3 km

ოფიციალური კურსი
05 დეკ 06 დეკ
1 USD 2.7016 2.7005 -0.04%
1 EUR 3.1522 3.1461 -0.19%
100 RUB 3.5078 3.5494 1.19%
აპოკალიფსური ზაფხული ევროპაში - რამდენიმე ქვეყანა ხანძარს ებრძვის
აპოკალიფსური ზაფხული ევროპაში - რამდენიმე ქვეყანა ხანძარს ებრძვის

ევ­რო­პა ტყის ხან­ძრე­ბი­სა და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სი­ცხის ტალ­ღის­გან იტან­ჯე­ბა. ძლი­ე­რი ქა­რის, გვალ­ვი­სა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­ში­ში კომ­ბი­ნა­ცია წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­დე­გებს იწ­ვევს. მთე­ლი ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ბერ­ძნე­თი­დან თურ­ქეთ­სა და იტა­ლი­ამ­დე, გა­დამ­წვა­რი ბუ­ნე­ბის აპო­კა­ლიფ­სუ­რი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა.

იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში, სარ­დი­ნი­ის კუნ­ძულ­ზე შე­ში­ნე­ბუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ნა­ვე­ბით გარ­ბოდ­ნენ პლა­ჟე­ბი­დან, რად­გან ხან­ძა­რი ვრცელ­დე­ბო­და. დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნე­ბი 27 ივ­ლისს, სამ­ხრეთ სარ­დი­ნი­ა­ში გან­ვი­თარ­და, სა­დაც ცე­ცხლი სა­ნა­პი­როს­კენ მი­ი­წევ­და და ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი ხა­ფან­გში მო­აქ­ცია. ტუ­რის­ტე­ბი ნა­ვე­ბით გა­იყ­ვა­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს, ხოლო მათ უკან მრა­ვა­ლი მან­ქა­ნა ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ძლი­ე­რი ქარი ხელს უშ­ლი­და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს.

თურ­ქე­თი

ამა­სო­ბა­ში, თურ­ქეთ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე რე­კორდს, 50°C-ს მი­აღ­წია, რა­მაც 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და ათა­სო­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი აი­ძუ­ლა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად გაქ­ცე­უ­ლი­ყო. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხან­ძარს ებ­რძვი­ან, თურ­ქეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აპო­კა­ლიფ­სურს უწო­დე­ბენ.

ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბი­სას სამ­ხრეთ თურ­ქეთ­ში, 25 ივ­ლისს პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. სირ­ნა­ქის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ სი­ლოფ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ 50.5C -ს მი­აღ­წია და 2021 წელს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 49.1C რე­კორ­დი მოხ­სნა. უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­ცხემ სოფ­ლის დიდი ნა­წი­ლი გამ­ხმარ ტყედ აქ­ცია, რა­მაც ათო­ბით ტყის ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია იზ­მირ­ში, ჰა­თა­ი­ში, ბურ­სა­ში, ქა­რა­ბუქ­ში, ეს­კი­შე­ჰირ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

იზ­მი­რის პრო­ვინ­ცია, ივ­ნი­სის ბო­ლოს 41 და­სახ­ლე­ბი­დან ათა­სო­ბით მა­ცხოვ­რე­ბელ­მა და­ტო­ვა, მას შემ­დეგ, რაც ხან­ძრებ­მა მთე­ლი სოფ­ლე­ბი მო­იც­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხან­ძარ­მა ჰა­თა­ის მი­აღ­წია, რა­საც კი­დევ 2 000 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მოჰ­ყვა. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გარ­და­იც­ვა­ლა 17 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მო­ხა­ლი­სე მე­ხან­ძრე­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მხო­ლოდ ბურ­სა­ში, თით­ქმის 1 800 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი დარ­ჩა სახ­ლის გა­რე­შე. მხო­ლოდ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რის 1 900 თა­ნამ­შრო­მე­ლი იბ­რძო­და რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­უ­რი ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ზი­ა­რე­ბულ კად­რებ­ში ჩანს სქე­ლი, შავი კვამ­ლი. ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლებ­ზე შე­ში­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი დგა­ნან, რომ­ლე­ბიც ნივ­თებს მან­ქა­ნებ­ში ტვირ­თა­ვენ, ცი­დან კი ცე­ცხლის ნა­პერ­წკლე­ბი ცვი­ვა.

"ჩვენ დღე და ღამე მზად­ყოფ­ნა­ში ვართ 27 თვითმფრი­ნა­ვით, 105 ვერ­ტმფრე­ნით, თით­ქმის 6 000 სახ­მე­ლე­თო მან­ქა­ნით, 25 000 გმი­რი სა­ტყეო პერ­სო­ნა­ლით და 132 000 მო­ხა­ლი­სით", - და­წე­რა X-ზე თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

სა­ბერ­ძნე­თი

სა­ბერ­ძნეთ­ში ასო­ბით მე­ხან­ძრე ებ­რძვის უკონ­ტრო­ლო ხან­ძრებს, რომ­ლე­ბიც კრე­ტი­დან ევ­ბე­ამ­დე და პე­ლო­პო­ნე­სამ­დე ვრცელ­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და დამ­სვე­ნებ­ლებს მო­უ­წო­დეს და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ კვამ­ლის ღრუბ­ლებ­ში გახ­ვე­უ­ლი სახ­ლე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი. ივ­ლის­ში მა­სი­უ­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა კრე­ტა­ზე, იე­რა­პეტ­რას მახ­ლობ­ლად, ცე­ცხლი ბუჩ­ქებ­სა და მთის არე­ალ­ში გავ­რცელ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, 5 000-მდე ტუ­რის­ტმა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა, რად­გან ხან­ძა­რი სა­ხი­ფა­თოდ მი­უ­ახ­ლოვ­და სა­ნა­პი­რო კუ­რორ­ტებს. ევ­ბეა, კი­ტი­რა, ატი­კა და პე­ლო­პო­ნე­სი წი­თელ ზო­ნა­ში არი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხან­ძარ­თან ბრძო­ლას "ტი­ტა­ნუ­რი ბრძო­ლა“ უწო­და.

სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი

მხო­ლოდ ეს სამი ქვე­ყა­ნა არ არის, რო­მე­ლიც ამ ზა­ფხულს ტყის ხან­ძრებს ებ­რძვის. კვიპ­რო­სი, ეს­პა­ნე­თი, ალ­ბა­ნე­თი და მონ­ტე­ნეგ­რო ბოლო თვე­ში ასე­ვე დიდ ხან­ძრებს ებ­რძოდ­ნენ.

კვიპ­როს­ში, გა­სულ კვი­რას გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ხან­ძრის გამო ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. ხან­დაზ­მუ­ლი წყვი­ლი, რო­მე­ლიც ცე­ცხლს მან­ქა­ნით გა­ურ­ბო­და, ცო­ცხლად და­იწ­ვა.

ალ­ბა­ნე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი ასე­ვე ათო­ბით ხან­ძარს ებ­რძვი­ან, სი­ცხის ტალ­ღი­სა და სა­ვა­რა­უ­დო დი­ვერ­სი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ის გამო. პა­რას­კევს, დელ­ვი­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლე­ბი.

ბულ­გა­რეთ­ში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­დე­გად, 11 რე­გი­ო­ნი წი­თელ ზო­ნად გა­მო­ცხად­და. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს 230-ზე მეტი ხან­ძრის ზო­ნის შე­კა­ვე­ბას.

კო­სო­ვო­ში ხან­ძრის 17 ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა შეძ­ლეს თუმ­ცა 12 კვლავ აქ­ტი­უ­რია. მე­ხან­ძრე­ე­ბის ცნო­ბით, პრიზ­რენ­ში, ფერ­მა­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნის შე­დე­გად რვა ძრო­ხა და­ი­ღუ­პა. სხვა რე­გი­ონ­ში ხან­ძარ­მა ასე­ვე 40 ცხვა­რი მოკ­ლა.

საფ­რან­გეთ­ში, სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბულ­მა ხან­ძარ­მა მარ­სე­ლის მახ­ლობ­ლად, 8 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნა. გა­ნად­გურ­და 10 სახ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და 400 მა­ცხოვ­რებ­ლის ევა­კუ­ა­ცია, ხოლო მარ­სელ-პრო­ვან­სის აე­რო­პორ­ტმა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა ყვე­ლა ფრე­ნა. ხან­ძარ­მა დაწ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 350 ჰექ­ტა­რი ლე პენ-მი­რა­ბოს რა­ი­ონ­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მა­გის­ტრა­ლე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო სერ­ვი­სე­ბის და გვი­რა­ბე­ბის და­ხურ­ვა ქა­ლაქ­ში და მის გა­რეთ.

ნინო გიგიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
უამინდობამ საქართველოს გზებზე შეზღუდვები გამოიწვია
უამინდობამ საქართველოს გზებზე შეზღუდვები გამოიწვია
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

კილომეტრი
მილი
USD
GEL