თბილისი

ხუთშაბათი, 18 სექტემბერი

19°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
16°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, NE

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

19°

19°

NE

77 %

7 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
18 სექ 19 სექ
1 USD 2.7143 2.7356 0.78%
1 EUR 3.2143 3.2376 0.72%
100 RUB 3.2694 3.2938 0.75%
ძლიერმა წვიმამ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა

ქვეყ­ნის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ე­რი წვი­მა მო­ვი­და, რა­მაც რიგ რე­გი­ო­ნებ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ ორ­ბე­ლის თემ­ში საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ლა­ჯა­ნურ­მა კუ­რორტ "ლა­ში­ჭა­ლის­კენ " მი­მა­ვალ გზა­ზე და­ა­ზი­ა­ნა ხიდი და ამ დრო­ის­თვის კუ­რორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია.

"ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტექ­ნი­კა და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს, რათა სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სრუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრას. ად­გილ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ეც­ნო­ბი­ან და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა. უწყვე­ტი ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბით სარ­გებ­ლობს ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, მათ შო­რის კუ­რორ­ტი "ლა­ში­ჭა­ლა" - წე­რია რაჭა-ლე­ჩხუმ, ქვე­მო სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გოჩა ენუ­ქი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ძლი­ერ­მა წვი­მამ ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­წყრის რამ­დე­ნი­მე კერა წარ­მოქ­მნა, და­ზი­ან­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი და ხი­დე­ბი.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი. თუმ­ცა მა­ლე­ვე, უსაფრ­თხო ად­გი­ლას ისი­ნი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­მა გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამ დრო­ის­თვის ლენ­ტე­ხი­დან სო­ფელ მე­ლემ­დე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ტრან­სპორ­ტის­თვის გახ­სნი­ლია. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სო­ფელ მე­ლე­დან ცა­ნას მი­მარ­თუ­ლე­ბით გზის გა­სახ­სნე­ლად, თუმ­ცა ტექ­ნი­კის მუ­შა­ო­ბას მე­წყრუ­ლი კე­რე­ბი აფერ­ხებს.

ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ ჩო­ხა­ტა­უ­რი - ბახ­მა­როს ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზა­ზე ქვა - ღორ­ღის მასა ჩა­მო­ი­ტა­ნა, რა­მაც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხა.

"ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპე­რა­ტი­უ­ლად რე­ა­გი­რე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გაწ­მენ­და უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში დას­რულ­დე­ბა" - ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩო­ხა­ტა­უ­რის მე­რია.

ადი­გე­ნის სო­ფელ გო­მა­რო­ში, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად წა­მო­სუ­ლი ღვარ­ცო­ფი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ეზო­ებ­სა და სახ­ლებ­ში შე­ვარ­და.ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად, ერთი სახ­ლი და­იტ­ბო­რა, ად­გილ­ზე მუ­შა­ობს სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი. მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სახ­ლე­ბი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
შემოდგომაზე ეზოს ყვავილების მოვლის წესები
შემოდგომაზე ეზოს ყვავილების მოვლის წესები
მსოფლიოში დაფიქსირებული 5 ყველაზე ძლიერი ქარი
მსოფლიოში დაფიქსირებული 5 ყველაზე ძლიერი ქარი
რა ხდება, როცა 1 კვირაზე მეტი გადაბმულად წვიმს?
რა ხდება, როცა 1 კვირაზე მეტი გადაბმულად წვიმს?
საქართველოში უამინდობა გრძელდება
საქართველოში უამინდობა გრძელდება

კილომეტრი
მილი
USD
GEL