თბილისი

სამშაბათი, 09 დეკემბერი

7°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

16 საათი
10°
17 საათი
10°
18 საათი
9°
19 საათი
9°
20 საათი
8°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

2 kph, N

წნევა:

102.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

9°

7°

N

81 %

2 kph

102.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
06 დეკ 09 დეკ
1 USD 2.7005 2.7005 0.0%
1 EUR 3.1461 3.1458 -0.01%
100 RUB 3.5494 3.5158 -0.95%
Theguardian: გლობალური დათბობის პირობებში, ზღვის დონის აწევამ შესაძლოა უმართავი პროცესები გამოიწვიოს
Theguardian: გლობალური დათბობის პირობებში, ზღვის დონის აწევამ შესაძლოა უმართავი პროცესები გამოიწვიოს

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ოკეანის დონის აწევა მილიონობით ადამიანს აიძულებს, დატოვოს დასახლებული სანაპიროები, მაშინაც კი, თუ გლობალური ტემპერატურის მატება 1.5°C-ზე დაბალი დარჩება.

როგორც Theguardian -ი წერს, ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ გლობალური დათბობის პირობებში, ზღვის დონის აწევამ შესაძლოა უმართავი პროცესები გამოიწვიოს. "კატასტროფული შიდა მიგრაცია“ შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ ბოლო ათწლეულის საშუალო დათბობის 1.2°C ტემპი მომავალშიც გაგრძელდება.

გრენლანდიისა და ანტარქტიდის გიგანტური ყინულის ფენების დანაკარგი კლიმატური კრიზისის გამო 1990-იანი წლებიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა და დღეს იგი არის ზღვის დონის მატების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი.

გლობალური შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ტემპერატურის ზრდის შეზღუდვას 1.5°C-ზე ქვემოთ, პრაქტიკულად, უკვე აღარ არის რეალისტური.

თუმცა, ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ თუნდაც სათბურის გაზების ემისიები მკვეთრად შემცირდეს და ეს მიზანი შესრულდეს, საუკუნის ბოლოს ზღვის დონე წლიურად 1 სანტიმეტრით მაინც გაიზრდება - რაც საშინლად სწრაფია იმ სიჩქარესთან შედარებით, რა ტემპითაც ქვეყნები სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურას აშენებენ.

ტემპერატურის მატების დღევანდელი ტრაექტორიით, მსოფლიო მიიწევს 2.5–2.9°C-ით მეტად დათბობისკენ, რაც, ფაქტობრივად, გადალახავს წითელ ხაზებს გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფენების დნობის პროცესში და კოლაფსს შექმნის.

ამ ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონე შესაძლოა 12 მეტრითაც კი აიწიოს, რაც მეცნიერების შეფასებით "რეალურად კატასტროფულ" სცენარს ქმნის.

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 230 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ზღვის დონიდან 1 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე, ხოლო 1 მილიარდი ადამიანი - 10 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე. მხოლოდ 20-სანტიმეტრიანი მატებაც კი 2050 წლამდე, გამოიწვევს მინიმუმ $1 ტრილიონის ზარალს წელიწადში მხოლოდ მსოფლიოს 136 უდიდეს სანაპირო ქალაქში.

ჩამოთვლილი ფაქტორები უზარმაზარ გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროზე.

თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ პრევენცია და გლობალური დათბობისგან თავის დასაცავად გადადგმული ყოველი მცირე ნაბიჯი, მნიშვნელოვანია, რადგან ის ანელებს ზღვის დონის აწევას და მომზადებისთვის მეტ დროს იძლევა.

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის დონის აწევის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ადრე ეგონათ.

მეცნიერების თქმით, დიდ ბრიტანეთში, ზღვის დონის მხოლოდ 1 მეტრით აწევა ფენსისა და ჰამბერსაიდის დიდ ნაწილს ზღვის დონის ქვემოთ დატოვებს.

"ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო დისკუსია - ეს შეეხება ჩვენი შვილების ცხოვრებას.ზღვის დონის მატება შესაძლოა გახდეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი გეოგრაფიული და ჰუმანიტარული გამოწვევა. მოქმედება საჭიროა ახლავე და სწრაფად", - ამბობენ მეცნიერები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
თბილი ზამთარი — კომფორტი თუ საფრთხე?
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ჯერ ყინვა არაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლოდე
გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლოდე
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის

კილომეტრი
მილი
USD
GEL