Тбилиси

Вторник, 05 Ноябрь

6°
Ясно

Последующие 24 часа

7 Часов
5°
8 Часов
5°
9 Часов
5°
10 Часов
7°
11 Часов
8°

Ветер и давление

Скорость ветра:

22 kph, WNW

Давление:

101.30 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

8°

2°

WNW

70 %

22 kph

101.30 kpa

16 km

Официальный курс
02 Ноя 05 Ноя
1 USD 2.7264 2.7280 0.06%
1 EUR 2.9595 2.9738 0.48%
100 RUB 2.7843 2.7548 -1.06%
მზეზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომელიც დედამიწას დაახლოებით 60-ჯერ აღემატება
მზეზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომელიც დედამიწას დაახლოებით 60-ჯერ აღემატება

მზის ატმოსფეროში უზარმაზარი კორონალური ხვრელი გაჩნდა, რომელიც პლანეტა იუპიტერის დიამეტრს დაახლოებით ხუთჯერ აღემატება. ეს ფენომენი კი განსაკუთრებული მხოლოდ იმით არის, რომ მისი საშუალებით ვგებულობთ მზის 11-წლიანი ციკლის პიკში შესვლის შესახებ. ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო დროს მზე საკმაოდ აქტიური იყო.

როდესაც ციკლი თავის მაქსიმუმს მიაღწევს, ის მინიმუმამდე ჩაცხრება, რა დროსაც სიმშვიდისა და მინიმალური აქტივობის ფაზა იწყება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 11-წლიანი ციკლის მაქსიმუმი 2024 წელს იქნება. ამჟამად ხვრელი მზის საპირისპირო მხარესაა მოქცეული.

Spaceweather-ის მიხედვით, მისი ყველაზე გრძელი ღერძის გასწვრივ დაახლოებით 800 000 კილომეტრია. ცნობისათვის, იუპიტერის დიამეტრი დაახლოებით 140 000 კილომეტრია, დედამიწის კი - 12 742. ხვრელი დედამიწის მხარეს 2 დეკემბერს იყო მოქცეული. მისგან წამოსულმა ქარმა ჩვენთან 4-5 დეკემბერს მოაღწია, თუმცა ჩვენთვის ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, შეუმჩნეველი დარჩა. უფრო კონკრეტულად კი, ამ დროს მზის ქარის ნაწილაკები დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს და მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ პოლუსებზე გადადის, სადაც ატმოსფეროს ზედა ნაწილში რჩება.

იქ ისინი ურთიერთქმედებენ ატმოსფერულ ნაწილაკებთან და იქმნება პოლარული ციალი, რაც საკმაოდ ლამაზი სანახავია. დედამიწის იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროში გაძლიერებულმა დინებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ელექტრო ქსელებს, თანამგზავრულ ოპერაციებს, რადიოკავშირებსა და სანავიგაციო სისტემებს. ამჟამინდელი მზის ციკლი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე თავიდან იყო მოსალოდნელი. ასევე, დიდი ალბათობით, ეს რეჟიმი კიდევ შენარჩუნდება.

მზის ამოფრქვევების გამო, ჩრდილოეთის ციალი წელს ბევრად უფრო დაბალ განედებზე ჩანდა. როგორც წესი, სხვა დროს ეს შეუძლებელია ხოლმე. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ NOAA-ს პროგნოზით, მზის ლაქების მაქსიმალური რაოდენობა მიმდინარე ციკლისთვის 173 იქნება, რაც საშუალო მაჩვენებელზე, 179-ზე დაბალია, ხოლო რეკორდულ მაჩვენებელზე, 285-ზე, რომელიც 1985 წლის მარტში დაფიქსირდა, გაცილებით ნაკლებია.

ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
სტიქია ფოთში: ქარბორბალა, გადაუღებელი წვიმა, დაზარალებული მოსახლეობა, დახურული სკოლები
სტიქია ფოთში: ქარბორბალა, გადაუღებელი წვიმა, დაზარალებული მოსახლეობა, დახურული სკოლები
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა  -  BBC
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა - BBC
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი
3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

კილომეტრი
მილი
USD
GEL