Пятница, 27 Февраль
2°
Скорость ветра:
11 kph, N
Давление:
101.30 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
2°
-1°
N
100 %
11 kph
101.30 kpa
16 km
| 27 Фев | 28 Фев | ||
| 1 USD | 2.6741 | 2.6759 | 0.07% |
| 1 EUR | 3.1544 | 3.1581 | 0.12% |
| 100 RUB | 3.4738 | 3.4619 | -0.34% |
9 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ძლიერი წვიმის შედეგად, რომელიც შრი-ლანკასა და სამხრეთ ინდოეთში თვის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, შრი-ლანკის 25 ოლქის დაახლოებით ნახევარი, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
ყველაზე დიდი ზიანი ცენტრალური მაღალმთიან რეგიონზე მოდის. იქ 5 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულებიდან ორს ამ დრომდე ეძებენ. მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ სანაპიროზე, ქალაქ იაფნას მახლობლად.
სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის შტატ – ტამილ ნადუში, სადაც 6 ნოემბერს 215.3 მმ წვიმა მოვიდა. შტატის დედაქალაქ ჩენაიში, ქარიშხლის შედეგად, დაიტბორა მთავარი გზების უმეტესობა. სტიქიის შედეგად სულ მცირე 237 სახლი დაზიანდა. ხელისუფლებამ მოაწყო 150-ზე მეტი ბანაკი, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.