Среда, 02 Июль
Скорость ветра:
41 kph, WNW
Давление:
101.10 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
19°
19°
WNW
67 %
41 kph
101.10 kpa
16 km
01 Июл | 02 Июл | ||
1 USD | 2.7227 | 2.7215 | -0.04% |
1 EUR | 3.1910 | 3.2155 | 0.77% |
100 RUB | 3.4642 | 3.4658 | 0.05% |
ომანში ტროპიკულ ციკლონ „შაჰინს“ სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დატბორილია სანაპირო ზოლის ქუჩები. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. ასევე გადაიდო ფრენები დედაქალაქ მუსკატიდან და მუსკატის მიმართულებით.
ციკლონის სიჩქარე საათში 120-დან 150 კილომეტრამდე მერყეობს. საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის განცხადებით, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
საგანგებო თავშესაფარში ამ დროისთვის 2 700-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ტროპიკული ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც.
წყარო: interpressnews.ge
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.